00:17 | 2020-07-09 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“დროა ყველამ ამხილოს საკუთარი მანიაკი და მოძალადე ქმარი” – თამარ ივერი

“დროა ყველამ ამხილოს საკუთარი მანიაკი და მოძალადე ქმარი” – თამარ ივერი

ოპერის ვარსკვლავი თამარ ივერი მარიამ კუკუნაშვილის ოჯახის სკანდალს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

“მარიამ, ნამდვილად გმირი ხარ და მაგალითი ყველა ქართველისათვის. დროა ყველამ ამხილოს საკუთარი მანიაკი და მოძალადე თუნდაც ის საკუთარი ნათესავი, ბიძა, მამა, ქმარი ან ძმა იყოს!! დიახ, არამზადა არც ოჯახის წევრი მინდა არც ნათესავი!!

 

ეგეთ მარგინალებსაც სწორედ მათი ოჯახის წევრების პირში წყლის ჩაგუბების და მათი თაღლითობების ნათესაობის მხრიდან გაპრავების იმედი აქვთ და იმიტომაც აძლევენ თავს ყველაფრის უფლებას!!

 

“ის ჩემიანია არ იტყვის!!! არ გამყიდის!!! არ გამცემს!!! გამამართლებს!! დაფარავს!! ხმას არ ამოიღებს!!” და ა.შ. ეს სინდრომი უნდა გაუქმდეს ქართველ ხალხში და მერე ნელნელა გაიწმინდება საზოგადოება ეგეთი მიხეილ გრემელაშვილებისგან!!! BRAVA! again!!!”- წერს თამარ ივერი.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +