fbpx
12:57 | 2020-06-16 ავტორი: Prime Time

დრო მოვა, როცა საფინალოდ ვიტყვით – კორონავირუსი დამარცხებულია – ლევან გოფოძე

დრო მოვა, როცა საფინალოდ ვიტყვით – კორონავირუსი დამარცხებულია – ლევან გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს, ლევან გოფოძეს, საქართველოში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ექსკლუზიურ ინტერვიუში ესაუბრა.

 

შესთავაზა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ თენგიზ ცერცვაძეს მაჟორიტარობა?!
2020-06-02შესთავაზა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ თენგიზ ცერცვაძეს მაჟორიტარობა?!

 

როგორც გოფოძემ სააგენტოსთან განაცხადა, ჯერჯერობით, არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ საქართველოში კორონავირუსი მასიურად იყოს გავრცელებული. მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში ვირუსის მეორე ტალღა ჯერ არ დაწყებულა.

 

– ბატონო ლევან, საქართველოში დაიფსირებლია კორონავირუსის 12 ისეთი შემთხვევა, რომლის წყარო, ჯერჯერობით, ვერ დადგინდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, არის თუ არა დიდი ალბათობა იმისა, რომ ვირუსი ქვეყანაში უკვე მასიურად იყოს გავრცელებული?

 

– ჯერჯერობით, არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ვირუსი ქვეყანაში მასიურად იყოს გავრცელებული. ჩემი აზრით, საქართველოში ვირუსის გავრცელების დიდი ტალღა არ ფიქსირდება, რადგან შემთხვევების რაოდენობა ბევრი არ არის.  როცა ბევრი შემთხვევა ერთად ფიქსირდება, მაშინ შეიძლება, რომ ვირუსის მასიური გავრცელების შესახებ ვისაუბროთ.

 

– იკვეთება თუ არა ქვეყანაში ვირუსის მეორე ტალღის დაწყების ნიშნები?

 

– ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ პირველი და მეორე ტალღები ერთმანეთს გადაედო, თუმცა როცა პირველი ტალღა იყო, დღე-ღამეში ხანდახან 30-40 შემთხვევა ფიქსირდებოდა. ამ შემთხვევაში, ასეთი მონაცემებიც არ ფიქსირდება. ინფიცირებულთა რაოდენობას თუ შევადარებთ, ჯერ არ ჩანს ნიშნები, რომ ვირუსის მეორე ტალღა აგორებულია.

 

ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს მოსახლეობას, ძალიან მნიშვნელოვანია ერთადერთი რამ გავაცნობიეროთ, რომ ეს ვირუსი ისევ ჩვენთან არის. თუ თავს თავს არ გავუფრთხილდებით, შესაძლოა, ვირუსმა ქვეყანაში მასიური გავრცელების სახე მიიღოს.

 

Exclusive: რა აკავშირებთ მეუფე ნიკოლოზსა და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ერთმანეთთან
2020-06-04Exclusive: რა აკავშირებთ მეუფე ნიკოლოზსა და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ერთმანეთთან

 

– თქვენი შეფასებით, გვიცავს თუ არა „ტუბერკულოზის აცრა“, იგივე ბცჟ კორონავირუსისგან?

 

– გვიცავს თუ არა ბცჟ-ს აცრა კორონავირუსისგან, ეს მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს. ამ ვერსიამ მტკიცებულებითი ფორმა რომ მიიღოს, საჭიროა სერიოზული სტატისტიკური ანალიზების გამოკვლევა და სამეცნიერო კვლევა, რათა დადგინდეს შეჭიდულობა ამ ორ პათოლოგიას შორის – რამდენად მოქმედებს ერთის აცრა მეორეზე.

 

სტატისტიკამ და შემთხვევათა რაოდენობამ რუსეთში, სომხეთში და სხვა ქვეყნებში აჩვენა, რომ ბცჟ-ს აცრის მიუხედავად, ვირუსი ამ ქვეყნებში მაინც საკმაოდ გავრცელდა.

 

– შესაძლებელია თუ არა, რომ ახლა საქართველოში საზოგადოების ნაწილი ვირუსს უსიმპტომოდ იხდის?

 

– კი, კორონავირუსს მთელ მსოფლიოში უსიმპტომოდ უხდიან. ასე, რომ შესაძლოა, ასეთი ფორმები ჩვენთანაც იყოს. ამ უსიმპტომო ფორმების გამოვლენა ძალიან ძნელია, მაშინ მასიურად უნდა გატესტო მთელი მოსახლეობა. ქვეყანაში მასიური ტესტირება რომ ჩატარდეს, შესაძლოა, უსიმპტომო ფორმები გამოვლინდეს.

 

– იზიარებთ თუ არა ინფექციონისტთა ნაწილის მოსაზრებას, რომ კორონავირუსი ვირუსი ყველა ადამიანმა უნდა მოიხადოს?

 

– არ ვთვლი, რომ კორონავირუსი ყველა ადამიანმა უნდა მოიხადოს – ეს გამორიცხულია. ჩემი აზრით, ისეთი დაავადება, რომ ყველამ უნდა მოიხადოს, არ არსებობს.

 

Exclusive: დამოუკიდებელი დეპუტატები გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციებს მართავენ
2020-06-09Exclusive: დამოუკიდებელი დეპუტატები გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციებს მართავენ

 

– როდის, შესაძლოა, დადგეს რეგულაციების კვლავ გამკაცრების აუცილებლობა?

 

– გააჩნია, როგორ წავა  საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპი. თუ ვირუსის მართლა მეორე ტალღა აგორდა, მაშინ რეგულაციების გამკაცრება მოგვიწევს. ჩემი აზრით, ახლა რეგულაციების გამკაცრება საჭირო არ არის. მოსახლეობას მუდმივად უნდა შევახსენოთ, რომ ერთმანეთთან დისტანცირება და პირბადეებით სიარული არ უნდა დაივიწყონ.

 

– მეტყველებს თუ არა ვირუსის გავრცელების ტენდენცია, რომ კორონავირუსი ძალას ნელ-ნელა კარგავს?

 

– ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი გამოცდილება ძალიან მცირეა. ჩვენ ქვეყანაში სულ რაღაც 900-მდე შემთხვევა გვაქვს. ეს ყველაფერი უნდა დამუშავდეს და სერიოზული ანალიზი უნდა დაიდოს. თუ დიდი მასალა არ მუშავდება, მცირე მასალაზე რაიმეს მტკიცება ძნელია. ფაქტია, რომ საქართველოში ამ დაავადების ბევრი მძიმე ფორმა არ დაფიქსირებულა.

 

– თქვენი აზრით, კორონავირუსის ვაქცინა უფრო მალე შეიქმნება თუ სამკურნალო წამალი?

 

– კონკრეტული პასუხის გაცემა ძალიან ძნელია.  დიდი ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენიკა“ დაგვპირდა, რომ ვაქცინა დეკემბრის ბოლოს იქნება. ზოგი ამბობს, რომ სექტემბრისთვის მედიკამენტიც იქნება. როგორც კორონავირუსის ვაქცინა და მედიკამენტი გამოჩნდება, ეს პრობლემა დამთავრდება.

 

– წელს ვირუსი დამარცხდება თუ მომავალ წელსაც გასტანს?

 

– ვირუსი წელსვე აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. ვფიქრობ, რომ ის დროც მოვა, როცა  საფინალოდ ვიტყვით, რომ კორონავირუსი დამარცხებულია და ყველამ დავისვენეთ.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X