fbpx
10:56 | 2020-08-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„დონორობა ვისაც გინდოდათ, გამომეხმაურეთ!“ – ახალი ინფორმაცია პატარა ნიკოლოზის შესახებ

„დონორობა ვისაც გინდოდათ, გამომეხმაურეთ!“ – ახალი ინფორმაცია პატარა ნიკოლოზის შესახებ

თათია ეზუხბაია ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილის ჯანმრთერლობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს.

 

აქვე, ჟურნალისტი საზოგადოებას როგორც ფინანსურ, ასევე დონორობის სახით დახმარებისკენ მოუწოდებს:

 

ჟურნალისტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„მეგობრებო, ამ საოცარ ადამიანთან დაკავშირებულ პირველივე პოსტს დიდი გამოხმაურება მოყვა, თქვენი დახმარებით ძალიან ბევრი რამ შეიცვალა! საბედნიეროდ, ნიკოლოზს ახალი ორგანოსთვის მიმღებლობის დონე ახლა მაღალი აქვს, თუმცა, აქამდე იყო ძალიან დიდი და რთული გზა, ამ პატარა ადამიანის ბრძოლის უნარიანობის დონეს ყველა განცვიფრებაში მოჰყავდა, ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია, დაძლია ინსულტი და მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, რამდენიმე დღე აპარატზე იყო შეერთებული მაგრამ იბრძოდა! ბოლომდე და კაცურად იბრძოდა!

 

„თანხა მათ მოახმარონ, ვისაც მეტად სჭირდება... ბავშვს ინსულტმა დაარტყა“ - პატარა ნიკოლოზის ოჯახი დახმარებაზე უარს ამბობს
2020-08-18„თანხა მათ მოახმარონ, ვისაც მეტად სჭირდება... ბავშვს ინსულტმა დაარტყა“ - პატარა ნიკოლოზის ოჯახი დახმარებაზე უარს ამბობს

 

მისმა ოჯახმა ძალიან მტკივნეული დღეები გადაიტანა. ეს ყველაფერი თავისთავად გარკვეულ დროს და დროსთან ერთად ფინანსებს მოითხოვდა. თუმცა, საოცარია ის ფაქტი, რომ სწორედ ამ მოვლენების პარალელურად ოჯახი თავისი ინიციატივით დამიკავშირდა და მთხოვა, თქვენთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რომ მოცემულ შემთხვევაში მათ ფინანსური პრობლემა აღარ ჰქონდათ, თქვენს მიერ გაწეული დახმარება საკმარისი იყო და შეეძლოთ თავად გამკლავებოდნენ ყველაფერს, ხოლო ნიკოლოზის სახელზე არსებული თქვენი შესაწირი სხვა იმ ოჯახებისთვის გაგეღოთ, ვისაც უფრო სჭირდებოდა.

 

უდიდესი პასუხისმგებლობა მადლიერება და თავმდამბლობაა ამ საოცარ ოჯახში! ასეთი ოჯახის შვილია ნიკოლოზი!

 

ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ მის დასახმარებლად, და დაწყებული ეს ძალიან მაგარი
საქმე ბოლომდე მივიყვანოთ!

 

ამჯერად დახმარება ორი მიმართულებით არის საჭირო:

 

თქვენი სურვილის და შესაძლებლობის გათვალისწინებით, ჩავრიცხოთ ნებისმიერი ოდენობის თანხა.
გთხოვთ გამომეხმაუროს ყველა ის ადამიანი, ვინც გამოთქვით სურვილი ნიკოლოზის შესაძლო დონორი გამხდარიყავით..

 

არ ვიცი სამედიცინო თვალსაზრისით თქვენი და ნიკოლოზის გზები შემდგომში როგორ გადაიკვეთება მაგრამ თქვენი ამ გადაწყვეტილების ჩანაფიქრშივე პოტენციური გმირები ხართ!

 

ეს ამბავი ძალიან მალე დამთავრდება და მას ექნება ბედნიერი დასასრული, და მე ამ დასასრულზეც მოვყვები!“, – წერა თათია ზუხბაია.

 

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ 👇

 

#საქართველოს ბანკი : GE06BG0000000791931400

 

#თიბისი ბანკი : GE93TB7404545061100033

 

მიმღები : ზურაბ ჭიჭიკოშვილი

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

X