22:00 | 2020-05-13 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

დონორი გრძნობს მხოლოდ ერთი ნემსის ჩხვლეტას – ყოფილი პაციენტებისგან პლაზმის აღების პროცედურა

დონორი გრძნობს მხოლოდ ერთი ნემსის ჩხვლეტას – ყოფილი პაციენტებისგან პლაზმის აღების პროცედურა

საქართველოში პირველად, კოვიდ გადატანილი სისხლიდან პლაზმა 83 წლის ინფიცირებულს რამდენიმე დღის წინ გადაუსხეს.

 

ჰელიოპლაზმას“ დირექტორი, ირაკლი რაინაული „მაესტროს“ ეთერში იმ პროცედურას განმარტავს, თუ როგორ ხდება კოვიდ გადატანილი პაციენტის სისხლიდან პლაზმის აღება.

 

„მთელს მსოფლიოსი ითვლება, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულის სისხლიდან აღებული პლაზმა არის ერთ-ერთი ძირითადი სამკურნალო საშუალება.

 

პლაზმის აღების პროცედურა არის აბსოლუტურად უმტკივნეულო, დონორი გრძნობს მხოლოდ ერთი ნემსის ჩხვლეტას.

 

პროცედურის შემდეგ ადამიანს აქვს სიმსუბუქის შეგრძნება, რადგან სისხლიდან პლაზმის გამოტანის დროს, ხდება პლაზმაში მოცირკულირე შლაკების, მავნე ნივთიერებებისა და მძიმე მეტალების გამოტანა. “ – აცხადებს „ჰელიოპლაზმას“ დირექტორი, ირაკლი რაინაული.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები