11:27 | 2020-09-04 ავტორი: თეონა აბესაძე

„დონას“ კლასტერს აჭარაში 9 ინფიცირებული დაემატა

„დონას“ კლასტერს აჭარაში 9 ინფიცირებული დაემატა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი.

 

ინფიცირებულთაგან 9 ე.წ „დონას“ კლასტერის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, ერთი მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრი, ერთი საკარანტინე სივრციდან, ორი აქამდე გამოვლენილ ინფიცირებულთა ოჯახის წევრია.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
2020-09-04დღეს საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

 

ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ,საავადმყოფოში მოთავსებულია 58 პაციენტი. დღეს საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე აისახა.

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით კი ქვეყნის მასშტაბით „დონას“ კლასტერი 12 ერთეულით გაიზარდა.

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: თეონა აბესაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X