12:01 | 2020-05-29 ავტორი: ნინი ტაველიძე

დონალდ ტრამპმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს „ავაზაკები“ უწოდა

დონალდ ტრამპმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს „ავაზაკები“ უწოდა

დონალდ ტრამპმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს „ავაზაკები“ უწოდა. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.

 

„ეს ავაზაკები ჯორჯ ფლოდის ხსოვნას შეურაცხყოფენ.

 

მე ამას არ დავუშვებ, როდესაც ძარცვა-გლეჯა იწყება, სროლაც იწყება“, – წერს ტრამპი.

 

მინეაპოლისში საპროტესტო აქცია უკვე მესამე დღეა გრძელდება. მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ ქალაქში აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ძალებია მობილიზებული. მინესოტას შტატის გუბერნატორმა, ტიმ ვალცმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საპროტესტო აქციები უკონტროლო გახდა და მომიტინგეებმა შენობები დაწვეს.

 

ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია! - რა იქნება შემდეგი ნაბიჯი
2020-05-29ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია! - რა იქნება შემდეგი ნაბიჯი

 

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პოლიციამ ძალის გამოყენებით 46 წლის მამაკაცი, ჯორჯ ფლოდი დააკავა. ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია.

 

კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია.

 

მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +