20:42 | 2020-06-07 ავტორი: ალექსი ქამადაძე

დონალდ ტრამპმა ეროვნული გვარდია ვაშინგტონიდან გაიწვია

დონალდ ტრამპმა ეროვნული გვარდია ვაშინგტონიდან გაიწვია

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონიდან ეროვნული გვარდიის გაყვანის ბრძანება გასცა. ამის შესახებ მან „ტვიტერზე“ დაწერა.

 

მისი თქმით, ქალაქში ვითარება კონტროლირებადია, რადგან პროტესტის მასშტაბები შემცირდა და ქუჩაში უკვე ნაკლები ხალხი გამოდის.

 

პილოტმა ჯორჯ ფლოიდისთვის პატივის მისაგებად ფრენის დროს ჰაერში მაღლა აწეული მუშტი გამოსახა - VIDEO
2020-06-06პილოტმა ჯორჯ ფლოიდისთვის პატივის მისაგებად ფრენის დროს ჰაერში მაღლა აწეული მუშტი გამოსახა - VIDEO

 

ტრამპმა აღნიშნა, რომ ეროვნული გვარდია დედაქალაქის მახლობლად დარჩება და სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში ისინი სწრაფად შეძლებენ ვაშინგტონში დაბრუნებას.

 

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა. მის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.

 

 

ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +