02:44 | 2020-05-23 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

დონალდ ტრამპმა 3 თვის ხელფასი COVID-19-ის სამკურნალო წამლის შექმნისთვის გადარიცხა

აშშ-ს პრეზიდენტმა კორონავირუსის ვაქცინის შექმნის ფონდში 3 თვის ხელფასი გადარიცხა. ინფორმაციას LENTA.RU ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ტრამპის მიერ შეწირული თანხა, რომელიც აშშ-ს ჯანდაცვის სისტემაში გადაირიცხა 100 ათას დოლარს შეადგენს.

 

ტრამპი 2020 წლის პირველი კვარტლის ანაზღაურებას მთლიანად ჯანდაცვით სისტემას მოახმარს. მისი მხარდაჭერა მთლიანად მიმართული იქნება კორონავირუსის სამკურნალოდ შესაბამისი მედიკამენტების შექმნისკენ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თეთრი სახლის სპირერმა კაილი მაკკინანმა.

 

ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის ხელფასზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ანაზღაურება მთლიანად საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდება. წლიურად, მისი ხელფასი 400 ათას დოლარს შეადგენს.

 

ამ დროის მონაცემებით, აშშ-ში COVID-19-ით 1 643 154 ადამიანი დაინფიცირდა. მათ შორის 97 554 გარდაიცვალა, 396 303 კი გამოჯანმრთელდა.

 

ტრამპი - ჩინეთიდან ვირუსის გავრცელებამდე აშშ-ის ეკონომიკა მსოფლიოში საუკეთესო იყო
2020-05-17ტრამპი - ჩინეთიდან ვირუსის გავრცელებამდე აშშ-ის ეკონომიკა მსოფლიოში საუკეთესო იყო
ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენატარი - +

X