08:00 | 2020-05-08 ავტორი: თეონა ყაჭიური

დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტირებას ყოველდღიურად ჩაიტარებს

დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტირებას ყოველდღიურად ჩაიტარებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტირებას ყოველდღიურად გაივლის. ამის შესახებ CNN წერს. 

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირად თანაშემწეს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც თეთრ სახლში აღნიშნეს, აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ანალიზებმა უარყოფითი შედეგი აჩვენეს.

 

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მას თითქმის არ ჰქონდა კონტაქტი თეთრი სახლის ინფიცირებულ თანამშრომელთან.

 

მისივე თქმით, თეთრი სახლის ყველა თანამშრომელი კორონავირუსზე ტესტირებას ყოველდღიურად გაივლის.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები