12:33 | 2020-05-29 ავტორი: თამარ გონგაძე

“დონ კიხოტის თამაში მინდოდა, მაგრამ კახიმ წამართვა” – 87 წლის ჯემალ ღაღანიძის ინტერვიუ საწოლიდან

“დონ კიხოტის თამაში მინდოდა, მაგრამ კახიმ წამართვა” – 87 წლის ჯემალ ღაღანიძის ინტერვიუ საწოლიდან

ჯემალ ღაღანიძე ძველი თაობის მსახიობთაგან ერთ-ერთია, რომელიც საბედნიეროდ გვყავს და ჟურნალისტის მოკითხვა დიდ სიხარულს ანიჭებს.

 

ალბათ, არც ერთი პროფესიის ადამიანისთვის არ არის საწოლში სიბერის გატარება ისეთი სევდიანი, როგორც მსახიობისთვის.

 

აპლოდისმენტებს, საგრიმიოროს, გადასაღებ მოედანს, კოლეგების გარემოცვაში ყოფნას, ყველა მხრცოვანი არტისტი სიცოცხლის ბოლომდე ნატრობს. უასაკო პროფესიაა და მსახიობი არ ბერდებაო, ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

 

სევდის მომგვრელია, აბა, რა არის, როდესაც ბატონი ჯემალი, ნახევრად ხუმრობით გვიტყდება, მე და კახი კავსაძე ყოველდღე ტელეფონით ვსაუბრობთ, მაგრამ ერთმანეთს ვერ ვაგებინებთო.

2020-05-28"ჩათვალეს მეძავი ვარ, ვაბოლებ, კაცს ველოდები" - 91 წლის თამარ სხირტლაძე ახალგაზრდობის ისტორიას იხსენებს

 

სცენაზე დაბრუნების სურვილი ისევ აქვს. თუმცა ცოტა იავადმყოფა და წევს…

 

ჯემალ ღაღანიძე: – როგორც იქნა, ღვთის წყალობით გადავიტანეთ პანდემიური პერიოდი. მთელი ეს პერიოდი კლინიკაში გავატარე. გამოკვლევები ჩავიტარე. ძირითადად ვწევარ. სიბერის ბრალია.

 

ვუყურებ ფილმებს. მიხარია, რომ სხვადასხვა არხზე, თითქმის ყოველ დღე აჩვენებენ ფილმებს ჩემი მონაწილეობით.

 

ბევრი ქართული ფილმი გვქონია… ისეთებიც ვნახე, რაც არ მქონდა ნანახი. ახალი თაობის რეჟისორების ნამუშევრები.

 

გამოგიტყდებით, სცენა მენატრება. სპექტაკლი “მოხუცი ჯამბაზები” ხომ გაჩერდა. ზაზა ლებანიძე მოგვაკლდა, კახიც ვერ არის კარგად.

 

მე და კახი ტელეფონით ყოველდღე ვლაპარაკობთ, მაგრამ ვერ ვაგებინებთ ერთმანეთს. აი, ამ დღეში ვართ (იცინის). არ გვესმის, რას ვლაპარაკობთ.

 

მალე დაბადების დღე აქვს. თუ იცეკვებს და იმღერებს, არ ვიცი… ვნახოთ. ორი წლით ვარ კახიზე უფროსი. 87 წლის ვარ. ჩვენღა დავრჩით თეატრში ძველი თაობიდან.

 

სიბერე ყველაზე საშინელი ავადმყოფობა ყოფილა. ტკბილად დამიბერდიო, რომ ამბობენ, იშვიათად მოაქვს სიტკბო სიბერეს.

 

იცით, რაშია საქმე? მსახიობი არ ბერდება. სანამ შეუძლია “გამარჯობა-ნახვამდის” თქმა, მანამ ფორმაშია.

 

რაც შეეხება კინოს, ყველა როლი მიყვარს. განსაკუთრებით “ლაზარე”, “ჩირიკი და ჩიკოტელა” მიყვარს.

 

იყო როლი რომელზეც გული გწყდებათ?

 

როგორ გაატარა კარანტინის დღეები ბუბა კიკაბიძემ
2020-05-28როგორ გაატარა კარანტინის დღეები ბუბა კიკაბიძემ

 

– დონ კიხოტის თამაში მინდოდა, მაგრამ კახიმ წამართვა (იცინის). მე მინდოდა თამაში, შემოთავაზება არ მქონია, ამ გმირის ცალმხრივი სიყვარული მქონდა. გამხდარი ვიყავი და მქონდა მისი თამაშის განწყობა.

 

რაც შეეხება თეატრს, იქ 63 წელი გავატარე. მაყურებლის წინაშე წარდგომა, ეს დიდი სიამოვნებაა მსახიობითვის.

 

კინოსგან განსხვავებით, არც ერთი თამაში არ მეორდება თეატრში, ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად თამაშობ.

 

იმედია, რომ ერთხელ კიდევ გავფართხალდები სცენაზე. ამის სურვილს რა მომაკლებს. რა ასაკისაც არ უნდა იყოს, მსახიობს ყოველთვის აქვს სცენაზე დგომის სურვილი. 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X