20:15 | 2021-04-16 ავტორი: ზურა დვალაშვილი

დოკუმენტი არ არის სრულყოფილი… ოპოზიციის მხრიდან ხელმოწერა არ ექნება ამ დოკუმენტს – ზაალ უდუმაშვილი

დოკუმენტი არ არის სრულყოფილი… ოპოზიციის მხრიდან ხელმოწერა არ ექნება ამ დოკუმენტს – ზაალ უდუმაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დოკმენტი, რომელზეც ხელისუფლება ხელს აწეს არასრულყოფილია.

 

მისი თქმით, სანამ დოკუმენტში არ აისახება მთავარი მოთხოვნები, ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, ოპოზიცია მას ხელს არ მოაწერს.

 

“ახლა დღეს რომ გამოვიდნენ და თქვეს, დოკუმენტს ხელს მოვაწერთო, ის დოკუმენტი არ არის სრულყოფილი და ბუნებრივია, სანამ დოკუმენტში არ აისახება ის მთავარი მოთხოვნები, რომლებიც გააჩნია ოპოზიციას – ეს არის ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, ბუნებრივია, ოპოზიციის მხრიდან ხელმოწერა არ ექნება ამ დოკუმენტს,“ – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

 

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელს მოაწერს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„ქართული ოცნება“ დანიელსონის დოკუმენტს ხელს აწერს

 

ავტორი: ზურა დვალაშვილი


X