11:39 | 2021-05-17 ავტორი: თათია ცუკოშვილი

დმანისში ისევ აურზაურია! – გუშინ ხელკეტებით დაწყებული ჩხუბი ისევ გრძელდება (LIVE)

დმანისში ისევ აურზაურია! – გუშინ ხელკეტებით დაწყებული ჩხუბი ისევ გრძელდება (LIVE)

დმანისში, ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება გრძელდება

 

მხარეები ხელკეტებით არიან შეიარაღებულები.

 

ჩხუბი დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის, გუშინ, დაახლოებით ხუთ საათზე დაიწყო. დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

 

ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ჯოხებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი. რამდენიმე მოქალაქეს სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს – დაზიანებულია მაღაზია და ავტომობილი

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X