17:49 | 2020-07-13 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

დივერსიების საფრთხე საქართველოში?! – მამუკა არეშიძის პროგნოზი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე

დივერსიების საფრთხე საქართველოში?! – მამუკა არეშიძის პროგნოზი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა სომხეთის საგუშაგოზე შეტევა განახორციელეს, არიან დაღუპულები.

 

შემთხვევა დღეს დილით მოხდა და მას უკვე მოჰყვა სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან გამოხმაურება.

 

უქმნის თუ არა რაიმე სახის საფრთხეს აზერბაიჯანის და სომხეთის დაპირისპირება საქართველოს, ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა.

 

– საერთოდ ასეა, თუ ეს კონფლიქტი ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში გადაიზარდა, რასაკვირველია, საქართველოზე გავლენას მოახდენს. იმიტომ რომ ერთი რეგიონის წარმომადგენლები ვართ.

 

ახლა მთავარია, კონფლიქტი დროზე იქნას მოგვარებული. თუ ეს არ მოხდა, რეგიონში ისედაც მწირი საინვესტიციო აქტივობა შეჩერდება, რაც ნიშნავს იმას, რომ არაა გამორიცხული საქართველოს ტერიტორიაზეც განხორციელდეს დივერსიული აქტები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ, იმისათვის, რომ სომხების და აზერბაიჯანელების ენერგოკორიდორების აფეთქება მოხდეს.

 

 

ხომ არ დაეხმარა პრესა, ჟურნალისტიკა დამნაშავეებს? - ექსპერტი შაქარაშვილის საქმეზე
2020-07-13ხომ არ დაეხმარა პრესა, ჟურნალისტიკა დამნაშავეებს? - ექსპერტი შაქარაშვილის საქმეზე

 

გარდა ამისა, საქართველოში ორივე ეთნოსის წარმომადგენლები ცხოვრობენ, თუ 90-იან წლებში მათ შორის დაპირისპირება არ მოხდა, დიდი ძალისხმევა დაუჯდა ხელისუფლებას. ხიფათი არსებობს, როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

 

– როგორ ფიქრობთ, შესაძლოა ეს ფართომასშტაბიან მოქმედებებში გადაიზარდოს?

 

– თუ მსხვილი მოთამაშეები, რუსეთი, თურქეთი, ევროკავშირი, ამერიკა არ ჩაერევიან ამაში დროულად, აუცილებლად იქნება მსხვილმასშტაბიანი.

 

– გამორიცხავთ, რომ ამ დაპირისპირებაში რუსეთი იყოს ჩართული, რეგიონში თავისი როლის გასაძლიერებლად?

– მარტო რუსებზე ამის გადაბრალება არ იქნება სწორი. თუმცა რუსეთი ამას ყოველთვის ცდილობს. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული თურქული ინიციატივებიც იყოს. მოგეხსენებათ თურქეთი ცდილობს თავის გავლენები გაზარდოს.  არ გამიკვირდება არამხოლოდ რუსეთი იყოს ჩართული.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი


X