01:22 | 2020-03-18 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დისტანციურად ცხოვრება შესაძლოა ერთი წელი ან უფრო მეტი დაგვჭირდეს – მეცნიერების გაფრთხილება

დისტანციურად ცხოვრება შესაძლოა ერთი წელი ან უფრო მეტი დაგვჭირდეს – მეცნიერების გაფრთხილება

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ დისტანციურად ცხოვრება შესაძლოა ერთი წელი ან უფრო მეტი დაგვჭირდეს. ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა VOX-ი.

 

მეცნიერები ამბობენ, რომ რთულ მდგომარეობაში ვართ: თვეების და ერთი წლით დისტანციის დაცვა ან კიდევ ათასობით ადამიანის სიკვდილი.

 

ცხოვრება ამერიკაში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რადიკალურად იცვლება. ჩვენ ფიზიკურად დაშორებულები ვართ ჩვენი ძვირფასი ხალხისგან, თავს ვარიდებთ ჩვენთვის საყვარელ საჯარო ადგილებს. Covid-19-ის პანდემიაზე რეაგირება გავლენას ახდენს ცხოვრების ყველა ასპექტში და ყველას გვაქვს სურვილი, რომ მალე დასრულდეს, მაგრამ ეს ბრძოლა შეიძლება არ დასრულდეს თვეებით ან ერთი წლის ან კიდევ უფრო მეტი.

 

ჯანდაცვის ექსპერტები თვლიან, რომ სოციალური დისტანცია საუკეთესო გზაა საშინელი კრიზისის თავიდან ასაცილებლად. ახალ სამეცნიერო დასკვნაში ხაზგასმულია, რომ  მხოლოდ ყველაზე მკაცრ დისტანციურ ზომებს შეუძლიათ ასობით ათასი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები