12:27 | 2020-06-15 ავტორი: თამარ გონგაძე

“დილით შევიტყვე, სული მეწვის!” – ვისი გარდაცვალება შეატყობინეს “ლამარას” “ჩცდ”-ს გადასაღებ მოედანზე

“დილით შევიტყვე, სული მეწვის!” – ვისი გარდაცვალება შეატყობინეს “ლამარას” “ჩცდ”-ს გადასაღებ მოედანზე

ლამარას როლის შემსრულებელი, მსახიობი მარინა დარასელია “ჩემი ცოლის დაქალების” გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა, როდესაც სიძის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს. როგორც მსახიობი “პრაიმტაიმთან” ამბობს, სათამაშოდ ყველაზე მძიმე დღე იყო მისთვის.

 

მარინა დარასელია: – ზაზა დისშვილის ქმარია, 48 წლის იყო და ღვიძლის კიბო ჰქონდა. გადანერგვა უნდა გაგვეკეთებინა. სული მეწვის, გული მტკივა, ეროვნული სულისკვეთების ბიჭი იყო… თბილისში იწვა. ვიფიქრე, გადაღების მერე რეანიმაციაში მწოლიარეს ვინახულებ-მეთქი.

 

2020-06-10"ეგონა" სოფელში გადასახლდა - "არ იცით, რა სამოთხეში ვარ"

 

11 ივნისს, დილით მირეკავს ჩემი და და მატყობინებს ამ ამბავს… წინა ღამით ჩამოვედი ზუგდიდიდან, მთელი ღამის უძინარი, დილით ეს ინფორმაცია შევიტყვე და ის დღე სერიალში სათამაშოდ საშინლად მძიმე იყო ჩემთვის. ასეთია, მსახიობების ცხოვრება. გიჭირს, არ გიჭირს, უნდა ითამაშო… მაქსიმალურად ავიყვანე თავი ხელში და არ ვიმჩნევდი, რომ ჩემი ტკივილით სხვა არ შემეწუხებინა.

 

როგორც მსახიობი ამბობს, სამ სერიაში გადაიღეს. “დათო კვირცხალია ხუმრობდა, მოდი ხვალისთვისაც გადავდოთ გადაღებაო, მაგრამ გეგმის მიხედვით 67, 68, 69-ე სერიები ერთ დღეში გადავიღეთ”- “პრაიმტაიმს” უთხრა მსახიობმა.

 

ჩემი ცოლის დაქალები” “ფორმულას” ეთერში 26 ივნისიდან გავა და ეთერს ივლისის ბოლომდე დაიკავებს.

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X