00:54 | 2020-04-30 ავტორი: თამარ გონგაძე

“დილიდან დიეტაზე ვარ! მაგრამ უმოძრაოდ რას ვიზამ” – ეკა კვალიაშვილი შიშობს, რომ თვითიზოლაციაში წონაში მოიმატებს

“დილიდან დიეტაზე ვარ! მაგრამ უმოძრაოდ რას ვიზამ” – ეკა კვალიაშვილი შიშობს, რომ თვითიზოლაციაში წონაში მოიმატებს

ეკა კვალიაშვილს სახლში შვილიშვილი ჰყავს, ლუკა, რომლისთვისაც მომღერალ ბებოს წვნიანების მომზადება უხდება. როგორც ამბობს, თვითონ ძირითადად ყავას მიირთმევს, თუმცა აღნიშნავს, რომ წონაში მომატებულია.

 

ეკა კვალიაშვილი: – ჩემთან ხშირად არის ლუკაჩო. ბოსტნეულის და ქათმის წვნიანებს ვუმზადებ. კატლეტების მომზადების ნერვები არ მაქვს. მაკარონს ვუხარშავ ან ქათმის ხორცთან ერთად, ან გერმანულ სოსისთან ერთად.

 

მომატებული კილოგრამები ყველას გვაწუხებს მთელ მსოფლიოში. სამი შვილი ყავს ჩემს მეგობარს, რამდენიმე წუთის წინ მეუბნებოდა, ისე დასუქდნენ ბავშვები, სულ მშია-მშიას გაიძახიან და საჭმელს მიირთმევენო.

 

ენერგიას ვერ ვხარჯავთ, სახლში ვართ, მივირთმევთ და მოვიმატეთ ყველამ.

 

დილიდან დიეტაზე ვარ! მაგრამ უმოძრაოდ რას ვიზამ, ვნახოთ. იმედია, ცოტას მაინც დავიკლებ. ამაზე მეტი სადარდებელი არ მოგვცეს ღმერთმა! ყველა მოდელი ვერ დაიბადება. მთავარია, შინაგანად როგორია ადამიანი.

 

რა მომენატრა? დიდი “ტუსოვშიცა” და ქლაბერი არ ვარ, რესტორნებში სიარული არ მიყვარს. მეგობრები მომენატრა და თავისუფლება – აი, რა მომენატრა.

 

ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია. ვუფრთხილდები თავს. ვიცავ რეკომენდაციებს. ეს გარშემომყოფების გაფრთხილებაც არის.

 

– სიმღერა არ მოგენატრათ?

 

– ორი ლაივკონცერტი მქონდა. ერთი გაგანია პანდემიის დასაწყისში, იტალიაში რომ პიკი იყო და ხალხი იხოცებოდა. ხალხის  გასამხნევებლად მოვიფიქრე, რომ სახლიდან მათთვის მემღერა. მერე ვნახე, რომ თურმე მსოფლიოს ვარსკვლავებიც იგივეს აკეთებენ. გამიხარდა. ტყუილები არ მიყვარს, მართლა ასე იყო, დამოუკიდებლად გამიჩნდა ამის იდეა, ვიჯექი და სამზარეულოს ფონზე ვუმღეროდი ხალხს.

 

ჩვეულებრივი კონცერტის შეგრძნება მქონდა. ჩაბნელებულ დარბაზში რომ ვმღერი, ხალხს ვერც მაშინ ვხედავ. მქუხარე ტაშს კიდევ “სმაილებით” მიგზავნიდნენ. კომენტარებს მიგზავნიდნენ – ბრავოო და ასე შემდეგ.

 

ეს რაღაცის გამო არ გამიკეთებია. მომინდა და ვიმღერე. გამიხარდა, რომ ის ერთი საათი ადამიანებს სხვა რამეზე გადავუტანე ყურადღება. მისმენდნენ და დავავიწყე პანდემია.

 

გუშინ კარაოკეთი ვიმღერე ჩემი კოლეგების – დათო გომართელის, ნუკრი კაპანაძის, გემრიელი თბილისური სიმღერები და დავარქვი – “ტაში-ტუში-ფელამუში”… ხალხი გაერთო.

 

ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ ყველას. თქვენი ეკა კვალიაშვილი.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X