fbpx
15:05 | 2020-04-11 ავტორი: Prime Time

„დილეტანტმაც კი იცის, რომ რამდენიმე ფენა მარლა ვირუსს ვერ გაფილტრავს“ – ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

„დილეტანტმაც კი იცის, რომ რამდენიმე ფენა მარლა ვირუსს ვერ გაფილტრავს“ – ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ქართული წარმოების პირბადეების შესახებ წერს.

 

ექიმი ამბობს, რომ პირბადის გამოყენება ვირუსს ვერ გაფილტრავს, თუმცა მისი გამოყენება შესაძლებელია და ვარგისია განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის.

 

„ბევრი შეკითხვა მივიღე ინბოქსში და ამიტომ საჯაროდ ვუპასუხებ ყველას ჩემს მოსაზრებაზე ქართული წარმოების ნიღბებთან დაკავშირებით. ფართო მასებისათვის მოსახმარი ნიღაბის მთავარი დანიშნულებაა ვირუსის განსაკუთრებულად დიდი, ტოქსიკური დოზებისაგან თავის არიდება, საუბარით, ხველებითა და ცემინებით გამოფრქვეული ნერწყვის მექანიკური შეჩერებით. ამასთან, სახეზე ხელის უშუალოდ შეხების შანსების მაქსიმალური შემცირება.

 

ვირუსის ფილტრაციას ასეთი ნიღბები ვერ მოახდენენ და არც არიან ამისთვის შექმნილი. ვირუსმფილტრავი ნიღბების წარმოება ძალიან ჩახლართული და რთული ტექნოლოგიაა, ამასთან ძვირადღირებულიც, ამიტომ მათი მასობრივი წარმოების აწყობა ხანგრძლივ პროცესსა და დიდ თანხებს მოითხოვს. ამასთან, ფართო მასებს ნამდვილად არაფერში სჭირდებათ ვირუსმფილტრავი ნიღბები. სოციალური დისტანციის დაცვა და უბრალო მექანიკური ბარიერი ცხვირპირზე საკმარისია.

 

ვირუსმფილტრავი ნიღბები სჭირდებათ სამედიცინო პროფესიონალებს და დაინფიცირების მაღალი რისკის მქონე სხვა ადგილებში მომსახურე პერსონალს.შესაბამისად, ზემოაღნიშნული მიზნებისათვის ქართული ნიღბები საკმარისია და არავითარი ლუგარის ლაბორატორიის შემოწმება არ სჭირდება, რადგან აბსოლუტურმა დილეტანტმაც კი იცის, რომ რამდენიმე ფენა მარლა ვირუსს ვერ გაფილტრავს. ამიტომ ამაზე აპელაცია კომიკურია და ვერ ვხვდები რა უნდა შეემოწმებინა ლაბორატორიას.

 

ვიზუალზე და ფინანსურ მაქინაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს უკვე მოქალაქეთა ესთეტიკური და პოლიტიკური პრეფერენციების სფეროა და მე პირადად სისულელედ მიმაჩნია მასში ჩარევა, მითუმეტეს რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ფრიად კმაყოფილია! ” – დაწერა საკუთარ ფეისბუქზე ქართველა ექიმმა.

 

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ქართული წარმოების პირბადეს ლამაზი აქსესუარი უწოდა.  „ეს არის ის საშუალება, რომელიც გვიცავს ეპიდემიისგან. როდესაც გადავლახავთ ამ გამოწვევას, პირბადეს შევხედავთ როგორც დიზაინებულ ატრიბუტს და არა ასეთ უმნიშვნელოვანეს ნივთს, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს იცავს.

 

თუმცა, გემოვნებაზე არ დავობენ – მე რომ მკითხოთ, ეს არის ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი, მოხდენილი ნივთი და რაც მთავარია, ეს არის ქართული წარმოების პირბადე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ცნობისთვის, საქართველოში შეკერილი პირბადეები ლუგარის ლაბორატორიაში შემოწმდა. 

 

ასევე ნახეთ: შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას – იმნაძემ ქართულ პირბადეებზე იხუმრა

 

ასევე დაგაინტერსებთ:

 

საქართველოში შეკერილი პირბადეები ლუგარის ლაბორატორიაში მოწმდება
2020-04-09საქართველოში შეკერილი პირბადეები ლუგარის ლაბორატორიაში მოწმდება
                           
გემოვნებაზე არ დავობენ - თურნავა ქართულ წარმოების პირბადეებზე​
2020-04-10გემოვნებაზე არ დავობენ - თურნავა ქართულ წარმოების პირბადეებზე​

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X