23:59 | 2020-04-10 ავტორი: Prime Time

დილემის წინაშე ვდგავართ! – თენგიზ ცერცვაძე

დილემის წინაშე ვდგავართ! – თენგიზ ცერცვაძე

გვაქვს ორი მთავარი ამოცანა, გამოვიდეთ ეპიდემიიდან რაც შეიძლება მარტივად და არ მოკვდეს ჩვენი ეკონომიკა – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

 

თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაა საჭირო, მოსახლეობას კი შეზღუდვების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.

 

„იმისთვის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გვყავდეს ცოტა, ამისთვის საჭიროა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება.

 

იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას და ეკონომიკა გაცოცხლდეს, საჭიროა საგანგებო მდგომარეობის ჩქარა მოხსნა, ან შემსუბუქება.

 

შესაბამისად, ვდგავართ დილემის წინაშე. ოქროს შუალედია დავიცვათ საგანგებო მდგომარეობის ყველა შეზღუდვა და რეკომენდაცია როგორც ახლა ვიცავთ და გაცილებით უფრო მკაცრად.

 

დღეს როგორც ვიცავთ, ამაზე ორჯერ მკაცრად თუ დავიცავთ, ორჯერ შევამცირებთ საგანგებო მდგომარეობის პერიოდს.

 

თუ ამას არ გავითვალისწინებთ, გამოვალთ გარეთ, მოვაწყობთ ხალხმრავალ შეკრებებს და ქორწილებს, მაშინ გაუარესდება ავადმყოფების და გარდაცვლილების რაოდენობაც.

 

შესაბამისად, მთავრობას მოუწევს გააგრძელოს შეზღუდვები კიდევ დიდი ხნით. ამიტომ გავიჭირვოთ დღეს უფრო მეტად და მაქსიმალურად, იმისთვის რომ ეს გაჭირვება იყოს ხანმოკლე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ბოლო მონაცემებითქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა 234-მდე გაიზარდა.

 

გამოჯანმრთელდა 54 ადამიანი. კორონავირუსის შედაგად გარდაცვლილია 3 ადამიანი.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა კომენდანტის საათი.

 

დაიხაურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

განჩინების მიხედვით, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში;

 

მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე;

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X