fbpx
12:04 | 2020-04-30 ავტორი: Prime Time

დიეტა სისხლის I- II ჯგუფის მიხედვით – არ მოგიწევთ ქულების და კალორიების თვლა

დიეტა სისხლის I- II ჯგუფის მიხედვით – არ მოგიწევთ ქულების და კალორიების თვლა

დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით. ეს მეთოდით მიღებული პროდუქტები ორგანიზმზე მოქმედებს წამალივით.

 

თუ სწორად შეარჩევთ პროდუქტებს, ზედმეტ წონასაც გაუმკლავდებით.

 

ეს არის საკვების რეჟიმი, რომელიც ამა თუ იმ სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებს შეესაბამებათ. თუ ასე იკვებებით, ნაკლებად გემუქრებათ გასუქება და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

 

დიეტა პირველი ჯგუფის სისხლის მქონეთათვის

 

ამ ჯგუფის სისხლის მქონეთ სხვებზე ხშირად აწუხებთ სხვადასხვა ორგანოს ანთება, ართრიტი, ალერგია; კუჭის წყლულიც

 

პირველი ჯგუფის სისხლის მქონე პირებმა უნდა მიირთვათ პირველ რიგში ხორცი – საქონლის, ცხვრის ხორცი და ღვიძლი, ნაკლებად – ღორის ხორცი.

 

ასევე აუცილებელია თევზი და ზღვის პროდუქტები. რაც მეტია რაციონში ხილი და ბოსტნეული, ოღონდაც არა მჟავე, მით უკეთესია. სასარგებლოა ანანასიც.
პური მხოლოდ ჭვავის და ისიც შეზღუდული რაოდენობით.

 

სასმელებიდან უმჯობესია მწვანე ჩაი და რაიმე მცენარეული ჩაი, მაგალითად, მოცვის, პიტნის. ჩაის ნაცვლად შეიძლებამიიღოთ გაზგასული მინერალური წყალი.

 

ვიტამინებიდან ყველაზე სასარგებლოა B და K ჯგუფის ვიტამინები.

 

რა უნდა შეზღუდოთ

 

არ უნდა მიირთვათ ბევრი ბურღულეული, განსაკუთრებით შვრია. ეს ეხება ხორბლის პურსაც. თუმცა ეს შეზღუდვა არ ეხება წიწიბურას.

 

რომელი პროდუქტები არ არის რეკომენდებული

 

უნდა მოერიდოთ კომბოსტოს – გამონაკლისია ბროკოლი. არ არის რეკომენდებული ხორბლეული, სიმინდი, მარინადები და კეტჩუპი. სასმელებიდან არ ღირს ყავის და მაგარი
სასმელების დალევა.

 

სასურველია მოერიდოთ ალოეს, ექინაციას და მარწყვის ფოთლების ნახარშს. თუ ვიტამინებს იღებთ, მოერიდეთ A და E ვიტამინს.

 

რა უნდა გამორიცხოთ

 

უმი კომბოსტო, ლობიო, ოსპი, სიმინდი, ხორბალი, ციტრუსები, ნაყინი, შაქარი, მარინადები.

 

ნეიტრალური პროდუქტები

 

ნეიტრალურ პროდუქტებში შედის ლუდი, წითელი და თეთრი ღვინო. ასევე გვირილის ჩაი, ჟენშენი, სალბი, კატაბალახა და ჟოლოს ფოთლები.

 

წონის კონტროლის პროგრამა

 

კარგი იქნება, თუ სპორტის აქტიური სახეობებით დაკავდებით, მაგალითად, აერობიკით, თხილამურებით, სირბილით ან ცურვით, რათა ფიზიკური ფორმაც შეინარჩუნოთ და წონაც.

 

სპეციალური რეკომენდაციები წონის დასაკლებად

 

პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს აქვთ პრობლემა – ნივთიერებათა დაქვეითებული ცვლა. თუ ნივთიერებათა ცვლის დონეს აამაღლებთ, წონაც დაიკლებს.

 

ამისთვის აუცილებელია თქვენი რაციონიდან ხორბლის ნაწარმისა და თვით ხორბლის ამოღება, ასევე სიმინდის, ბარდეულის (მაგალითად, მწვანე ბარდის, წითელი და შავი ლობიოს), ოსპის.

 

ეს პროდუქტები ანელებენ მეტაბოლიზმს, ინსულინის გამომუშავების ბლოკირების გზით.

 

თუმცა ამ პროდუქტების გარდა მოგიწევთ შვრიის ნებისმიერი ნაწარმისა და ყველა სახის კომბოსტოს გამორიცხვა, ბროკოლის გარდა.

 

ეს პროდუქტები ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას თრგუნავენ. უნდა გაზარდოთ რაციონი იოდის შემცველი პროდუქტებით.

 

მათ მიეკუთვნება ზღვის პროდუქტები, წყალმცენარეები და მწვანილი. რეკომენდებულია ჩვეულებრივი მარილის ნაცვლად იოდიზებულის მიღება.

 

გაზარდეთ იმ პროდუქტების რაოდენობა, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს გამოიმუშავებენ, ასეთია, მაგალითად ბოლოკი. არ დაგავიწყდეთ ხორცის მიღება.

 

დიეტა მეორე ჯგუფის სისხლის მქონეთათვის

 

მეორე ჯგუფის სისხლის მქონენი გულის დაავადებების რისკის ქვეშ არიან. ამაში ასევე შედის ონკოლოგია, ანემია, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებები, პირველი ტიპის
დიაბეტი.

 

რა უნდა მიირთვათ

 

თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ ჯობს სრულიად გამორიცხოთ ხორცი და გადახვიდეთ ვეგეტარიანულ კვებაზე. გამოიყენეთ სოიის პროდუქტები, სოიის რძე, სოიის ხაჭო. შეიძლება მიირთვათ ნებისმიერი ბურღულეული, ხორბლის გარდა.

 

ბარდეული არ არის შეზღუდული. რაც მეტია ხილი, განსაკუთრებით კი ანანასი, მით უკეთესი.

 

აკრძალულია ისეთი ხილის მირთმევა, როგორიცაა ფორთოხალი, მანდარინი,  ბანანი და ქოქოსი. რეკომენდებულია სტაფილოს, ანანასის, გრეიპფრუტისა და ალუბლის წვენები.

 

თევზის სახეობებიდან არ არის რეკომენდებული კამბალა, ქაშაყი, ასევე ზღვის პროდუქტები. არც ხიზილალაა სასურველი.

 

შეიძლება ყავა, მწვანე ჩაი და წითელი ღვინო. ასევე ბლომად შეიძლება ლიმონიანი წყლის მიღება.

 

სასურველია ნიორი და ხახვი. სტაფილოს უმად ჭამა თუ არ გსურთ, წვენი გამოწურეთ.

 

უცხიმო ყველი სასურველია და რაც შეიძლება მეტი რძემჟავა პროდუქტი. ჩაიში ნაკლები შაქარი ჩაყარეთ.

 

რომელი პროდუქტები არ არის რეკომენდებული

 

პირველ ყოვლისა, ეს არის ფორთოხლის წვენი და სოდიანი სასმელები. ჯობს შავი ჩაი მწვანეთი შეცვალოთ.

 

რა უნდა გამორიცხოთ 

 

ამოიღეთ რაციონიდან ხორცი. შეიძლება, ისიც იშვიათად, ქათმის ან ინდაურის ხორცი. რეკომენდებულია რძის პროდუქტების გამორიცხვა.

 

წიწაკის გარეშე, ალბათ, იოლად გაძლებთ. დაივიწყეთ ნაყინი. რეკომენდებულია შაქრის სრულად გამორიცხვა, სიმინდისა და არაქისის ზეთის.

 

რა დაგეხმარებათ

 

დაგეხმარებათ ნებისმიერი მცენარეული ზეთი, მაგალითად, ზეთისხილის. მიირთვით სოიის ნაწარმი. ვიტამინებიდან – B,C, E.

 

ასევე კალციუმი, რკინა, სელენი. ბალახეული – ექინაციის, ჟენშენის, კატაბალახის ნახარშები. რეკომენდებულია ბიფიდობაქტერიები.

 

სპეციალური რეკომენდაციები წონის დასაკლებად

 

რეკომენდებულია მშვიდი ვარჯიშები, მაგალითად, იოგა. ეს სისხლის ჯგუფი ვეგეტარიანულ საკვებზეა მორგებული, ანუ დაბალი მჟავიანობის გამო კუჭი ვერ ინელებს
ხორცს.

 

მეორე ჯგუფის სისხლის მქონეებში ხორცი ცხიმების დაგროვებას უწყობს ხელს და ანელებს მეტაბოლიზმს.

 

მოერიდეთ ცხარე და მარილიან საკვებს.

 

ვეგეტარიანობის პლუსი ის იქნება, რომ აგიმაღლდებათ იმუნიტეტი, ასევე ენერგია და შრომისუნარიანობა.

 

ორგანიზმს სჭირდება ბევრი ცილა. ცილის წყაროა სოიის პროდუქტები და კვერცხი. შეზღუდეთ შაქარი და შოკოლადი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X