fbpx
01:09 | 2020-11-26 ავტორი: Prime Time

დიეგო მარადონა და თბილისი – რას ამბობდა ფეხბურთის ლეგენდა საქართველოს შესახებ

დიეგო მარადონა და თბილისი – რას ამბობდა ფეხბურთის ლეგენდა საქართველოს შესახებ

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების გამო არგენტინაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

 

გავიხსენოთ, რა უთქვამს დიეგო მარადონას საქართველოს შესახებ.

 

2008 წლის 22 ოქტომბერს არგენტინელი ფეხბურთელი საქართველოში ჩამოვიდა. ფეხბურთელი თბილისში 5 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

 

ლეგენდარული ფეხბურთელის ჩამოსვლიდან მეორე დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე მარადონამ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ თავისი პოზიცია დააფიქ­სირა.

 

​„მე კარგად ვიცი, თქვენს ქვეყანაში რაც მოხდა და აქ ჩამოსვლით მინდოდა თქვენთვის მხარი დამეჭირა! საქართველოში­ თავს დიდებულად ვგრძნობ. გაუმარჯოს საქართველოს!“,- აღნიშნა მარადონამ.

 

26 ოქტომბერს საქართველოსა და არგენტინის ვეტერან ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

ავტორი: Prime Time


X