fbpx
17:21 | 2020-07-06 ავტორი: თამარ გონგაძე

“დიდი სცენის” წამყვანებო! გამაღიზიანებელია თქვენი მიდგომა…” – თამარ ივერი არჩილ სოლოღაშვილს და თიკა ფაცაციას აკრიტიკებს

“დიდი სცენის” წამყვანებო! გამაღიზიანებელია თქვენი მიდგომა…” – თამარ ივერი არჩილ სოლოღაშვილს და თიკა ფაცაციას აკრიტიკებს

“რუსთავი 2”-ის მეგა პროექტის, “დიდი სცენის” პირველი ლაივ კონცერტი 5 ივლისს ჩატარდა. ათმა კონკურსანტმა დაიწყო ბრძოლა პირველობისთვის.

 

ოპერის მომღერალი, თამარ ივერი, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე, მეგა შოუს წამყვანებს აკრიტიკებს. როგორც სოპრანო წერს, არჩილ სოლოღაშვილსა და თიკა ფაცაციას გამორჩეული დამოკიდებულება აქვთ ერთ-ერთი კონკურსანტის, მარიამ მემე ჟორდანიას მიმართ და მას გამაღიზიანებლად აქებენ.

 

გთავაზობთ ივერის ვრცელი პოსტის ამონარიდს:

 

“დიდი სცენა”-ს ულამაზესო და მართლაც ნიჭიერო წამყვანებო… არ ველოდი, ძალიან გამაღიზიანებელია, არ შეიძლება რომელიმე ერთი მონაწილის მიმართ, თუნდაც ის უკვე არეტა ფრანკლინი იყოს, ასე ყველა სხვა მონაწილესთან შედარებით ზე-გამორჩეული მიდგომა და ტელემაყურებლებისადმი ისეთი კუთხით წარდგენა, თითქოს, არიქა და აი, ახლა იქნება მუსიკალური “მიწისძვრა”: “თქვენს წინაშე გამოვა მოვლენა”,”აბა, რაა, ვის თუ არა მას აქვს პატივი კონცერტი დახუროს”, “ის არის ცა და დედამიწა სხვა შემსრულებლებთან შედარებით”….

 

სამწუხაროდ, ეს “ფავორიტიზმი” ძალიან აშკარად იგრძნობოდა თქვენგან, რაც თრგუნავს სხვა დანარჩენ 9 მონაწილეს, მათ ოჯახის წევრებს და გულშემატკივრებს!!! ეს აქსიომაა და არა დემოკრატიული მიდგომა პროექტის მონაწილეთა მიმართ! მითუმეტეს, ეს პროექტის ჯერ მხოლოდ დასაწყისია და არავინ იცის, ბოლოს მართლა ვინ მოახდენს “მიწისძვრას”.

 

მაშინ სადღაა აზარტი? რაღას აწვალებთ ამ 9 მონაწილეს? გამოაცხადეთ მაშინ ეს გოგონა გამარჯვებულად და “მორჩეს კინო”! ჯერჯერობით რასაც ვხედავ, ყველა მონაწილე მათი შესაძლებლობებით მეტ-ნაკლებად ერთ დონეზე დგას და არიქა, ზე-გამორჩეულს აქ ვერავის ვხედავ.

 

მარიამ ღაჭავა-ს ფოტო.

 

თქვენი “ხბოს აღტაცების” ობიექტი კი, პოზიტიური და საყვარელი პუტკუნა გოგონა, ებრაელ მომღერალ ნეტა ბარძილაის იმიჯით, ვისი გამოსვლის შემდეგ ლამისაა “რუსთავი 2”-მა ეზოში ფეიერვერკები გაუშვა. მიუხედავად მისი “ოფროუდივით” ძლიერი და ლამაზი ვოკალური ინსტრუმენტისა, ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, მუდმივად მხოლოდ “ბოლო გაზზე” ფორსირების რეჟიმშია. ყველა ნაწარმოებში ტემბრალური ერთფეროვნება, პერმანენტული ინტონაციური იაღლიშები და უსუფთაობები, ვულგარულ-ველური ბგერების ცვენა და ხელოვნურად დამუქებული ფრაზები, რაღაც მომენტში, ყურისთვის უკვე ძალიან დამღლელი ხდება. მისი ყველა სიმღერა, შესრულების “ახლა ყველას დედას გიტირებთ” მანერით, უკვე ტყუპისცალივით ჰგავს ერთმანეთს” – წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.

 

შოუს წამყვანებმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს…

 

მემე ჟორდანია – Tired 🤩

მემე ჟორდანია – Tired 🤩📞 უგულშემატკივრეთ მემეს ნომერზე: 032 2 77 99 15📌 ზარი უფასოა!

Posted by დიდი სცენა on კვირა, 05 ივლისი, 2020

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X