15:58 | 2021-10-13 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

დიდი შერიგება – მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას კანდიდატს ცაგერში მხარდაჭერას უცხადებს 

დიდი შერიგება – მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას კანდიდატს ცაგერში მხარდაჭერას უცხადებს 

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ცაგერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატს მხარს დაუჭერს, ამის შესახებ ხაზარაძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

VIDEO: შთამბეჭდავი სანახაობა! - სუსტი გულის პატრონებმა რამდენიმე კადრი არ ნახოთ
2021-10-13VIDEO: შთამბეჭდავი სანახაობა! - სუსტი გულის პატრონებმა რამდენიმე კადრი არ ნახოთ

 

“ჩვენ ცაგერში მის კანდიდატს მხარს დავუჭერთ. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმაზე მაღლა დავდგეთ, ვიდრე პიროვნული ამბებია. პიროვნული ამბები გაირკვევა და დამალული არაფერი არ იქნება და ჩემი ამოცანა სწორედ ეს არის. მე ვლაპარაკობ ქვეყნის ყოფილ პრემიერზე, რომელთანაც ბევრი კითხვა მაქვს, როგორც ქვეყნის მოქალაქეს და როგორც ადამიანს, რომელსაც სხვა ურთიერთობა მქონდა.

 

ჩემი გადასახედიდან, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმაზე მაღლა დადგომას, ვიდრე პოლიტიკაა, ვიდრე წყენაა. ადრე თუ გვიან ყველაფერი ნათელი უნდა გახდეს, მე ვენდეტას კი არ ვითხოვ, მე ვითხოვ, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რეალურად რა მოხდა – ვინ როგორ იმოქმედა, სახელმწიფოებრივად თუ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ. ეს არის ჩემი ამოცანა. იმიტომ, რომ მე ხვალინდელ დღეზე მინდა ორიენტაცია გავაკეთო და ეს ქვეყანა ჭაობიდან გამოვიყვანოთ.

 

ამ განცხადების უკან კონსულტაციები არ იდგა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ვლაპარაკობ. ჩვენ გახარიას პარტიის კანდიდატს ცაგერში დავუჭერთ მხარს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთპარტიული მმართველობა დამთავრდეს საქართველოში. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, “ქართულ ოცნებას” გამოვართვათ მიტაცებული ხელისუფლება, რომელსაც იყენებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X