21:52 | 2021-05-28 ავტორი: თამარ გონგაძე

“დიდი ქართველი გენერლის შვილიშვილი როგორიც უნდა იყოს, ისეთია მარიამ დაბო. ნამდვილად ვარსკვლავია” – ბასა ფოცხიშვილი გენერალ კვინიტაძის შვილიშვილზე

“დიდი ქართველი გენერლის შვილიშვილი როგორიც უნდა იყოს, ისეთია მარიამ დაბო. ნამდვილად ვარსკვლავია” – ბასა ფოცხიშვილი გენერალ კვინიტაძის შვილიშვილზე

მესამე წელია ბასა ფოცხიშვილი 26 მაისის ღონისძიების დამდგმელი რეჟისორია. ამბობს, რომ ღონისძიებისთვის, ქართულ ჯართან ერთად, დიდი სამუშაო გასწია. ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი ხუთ ლოკაციაზე ჩატარდა, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ – “საოცარ ნეკრესში, დიდებულ სვანეთში, უკვდავების სიმბოლო – მცხეთაში, პირველად ფარავანზე, რომელიც სულიერების და სტრატეგიულობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილია, აჭარაში, სადაც 100 წლის წინ ბრძოლა მოვიგეთ და თბილისში.”

 


როგორც რეჟისორი “პრაიმტაიმთან” ამბობს, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გენერალ კვინიტაძის შვილიშვილმა, მსახიობმა მარიამ დაბომ. ისე ესიმპათიურათ ერთმანეთი, რომ აქტიური მიმოწერაც დაიწყეს.

 

ბასა ფოცხიშვილი: – არ შემიძლია ჩემი აღფრთოვანება არ გამოვხატო მარიამ დაბოს მიმართ. ახლა გავიცანით ერთმანეთი. ევროპულ ფესვებთან ერთად, მასში კიდევ უფრო მეტად დავინახე ქართული ხასიათი, გახსნილობა, ნიჭიერება და ის სიყვარული, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ მის სისხლშია.

 

მართლა სიამოვნება მივიღე მასთან ურთიერთობით.

 

ადამიანური, პიროვნული თვისებები, რაც გაგვაჩნია ქართველებს და რაც განგვასხვავებს სხვისგან, გულღიაობა, იუმორის გრძნობა, ამ ყველაფრით აღფრთოვანებულია. თუმცა ეს მასშიც არის.

 

სულისშემძვრელი „ჰერიო ბიჭებო“ სამშობლოს მონატრებულ გმირს უკანასკნელ გზაზე - რას ამბობს სოლისტი ისტორიულ წუთებზე, რომელმაც მთელი საქართველო აატირა
2021-05-27სულისშემძვრელი „ჰერიო ბიჭებო“ სამშობლოს მონატრებულ გმირს უკანასკნელ გზაზე - რას ამბობს სოლისტი ისტორიულ წუთებზე, რომელმაც მთელი საქართველო აატირა

 

მიმოწერა გვაქვს და სიყვარულს მითვლის, აღფრთოვანებას ვერ მალავს და მეც ასეთივე განწყობით ვარ მის მიმართ. დიდი ქართველი გენერლის შვილიშვილი როგორიც უნდა იყოს, ისეთია მარიამ დაბო. ნამდვილად ვარსკვლავია, ფაქიზი გაგებით. განათლებული, კულტურული, ნიჭიერი. მე აღფრთოვანებული ვარ მასთან ურთიერთობით. ის ნამდვილად გამორჩეულია.

 

ის, რომ მე გავაკეთე გენერალ გიორგი კვინიტაძის დაკრძალვის ცერემონია, ეს იყო ჩემთვის იდეურადაც და მოქალაქეობრივადაც, მართლა საამაყო ფაქტი. როგორც გენერალს შეეფერება, ისეთი ზომიერება და თავშეკავება დავიცავით. ჯარმა მიაგო პატივი, დროშები დაუხარა.

 

გიორგი ლეგენდარული მთავარსარდალია და ამ ლეგენდარულობას დიდი სევდა და ტრაგედია ახლავს. მთავარია ის, რომ ეროვნული გმირი ქართულ მიწას დაუბრუნდა.

 

ბოლო წლებამდე ატარებდა მანქანას, მასპინძლობდა წვეულებებს - ქართველი გენერლის ქალიშვილი, რომელიც 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
2020-08-26ბოლო წლებამდე ატარებდა მანქანას, მასპინძლობდა წვეულებებს - ქართველი გენერლის ქალიშვილი, რომელიც 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

 

ჩემთვის დიდი სიამაყეა, რომ ამ პროექტზე მიწევს მუშაობა. რთული, საპასუხისმგებლო, მაგრამ სასიამოვნოდ სამუშაო პროექტია. მადლიერება, სიყვარული და უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო ჯარის მიმართ. მე ყველა დროში ამ განწყობაზე ვარ ჯარისადმი. წვიმაში, ქარში, სიცხეში, ორი თვის ნამუშევარი წარმოვადგინეთ. მადლობა ჯარს ასეთი გამძლეობისთვის და თავდადებისთვის.

 

წელს პირველად წაიკითხეს მრწამსი. ჯარმა შემომთავაზა, მრწამსი გვაქვსო და მე იმ წამს ჩავსვი სცენარში.

 

“ჰერიო, ბიჭებოზე” ყველას ბუნებრივი რეაქცია ჰქონდა. იცით, რა იდეა ჩავდე ამ სიმღერით – ძველი გენერალი მიმართავს ახალი თაობის გენერლებს, ჯარისკაცებს… თან ეს სიმღერა ხომ მამას ლექსზეა… ჩემი მიდგომაც გასაგებია მის მიმართ.

 

საბოლოო ჯამში, ღონისძიება ყველას მხრიდან დიდი სიყვარულით იყო გაკეთებული. ყველა ვგრძნობდით, რომ გულით ვაკეთებდით ქართულ საქმეს. საქმეც არ ჰქვია ამას. ჩვენ უბრალოდ ქვეყნისადმი ჩვენი მოვალეობა შევასრულეთ.

ავტორი: თამარ გონგაძე


X

error: Content is protected !!