
ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია დასრულდა. პოლიტიკურმა პარტიებმა მხარდამჭერებთან ბოლო შემაჯამებელი შეხვედრები დაასრულეს და ტრიბუნებიდან მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
გამარჯვებაში ყველა ლიდერი დარწმუნებულია, თუმცა, მხოლოდ ხვალ, 20:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი, ვის ანდეს ხმათა უმრავლესობა ჩვენმა მოქალაქეებმა.
გთავაზობთ პოლიტიკური პერტიების ლიდერების მოწოდებებს:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
ირაკლი კობახიძე: ხვალინდელი დღე არის „ქართული ოცნებისა“ და ქართველი ხალხის მორიგი გამარჯვების დღე;
კახა კალაძე: ხვალ, დიდი გამარჯვების დღეა, გამარჯვებისა შუღლზე, ბოროტებაზე, ერთმანეთისგან გაუცხოვებაზე;
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს წინსვლას ვერავინ შეაჩერებს და ხვალ ჩვენ ლევან კობიაშვილთან ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან არჩევნებში;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ნიკა მელია: ხვალ ცრემლიანი გამარჯვებულები ვიქნებით;
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო მზად არის გამარჯვებისთვის და 31 ოქტომბერს გათავისუფლებისთვის;
„სტრატეგია აღმაშენებელი“
თაკო ჩარკვიანი: ხალხის დიდი რაოდენობა მივა არჩევნებზე; მერწმუნეთ, ზუსტად ვიცი, დავდივარ მთელი ზაფხული ჩაუმუხლავად;
გიორგი ვაშაძე: ხვალ აღმშენებლობის გასაღები თქვენ ხელშია, როგორც ამ ტრაქტორს მოვქოქავ, ასევე მოვქოქავ ქვეყანას. მოდით არჩევნებზე!;
„ლელო“
მამუკა ხაზარაძე: ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ახალი ძალა „ლელოს” სახით!;
გირჩი
იაგო ხვიჩია: ხვალ გვაქვს შანსი ერთპიროვნული მმართველობა დავამთავროთ
„ლეიბორისტული პარტია“
შალვა ნათელაშვილი: ხვალ გველოდება დიდი დიდგორი, სადაც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ
„ევროპული საქართველო“
დავით ბაქრაძე: უნდა ვუთხრათ არა ოცნებას, შემოვხაზოთ „ევროპული საქართველო“ და ყველამ ერთად წავიყვანოთ ეს ქვეყანა წინ;
გიგა ბოკერია: ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება, მოვიტანოთ ქვეყანაში ცვლილებები, მაგრამ წარსულში არ უნდა დავბრუნდეთ, როგორც ეს სააკაშვილის გუნდს სურს
გიგი უგულავა: ვფიქრობ, რომ მეორე ტურში მე მომიწევს ბატონი ჩიქოვანის დამარცხება
ეს ყველაფერი, რაც ზემოთ შემოგთავაზეთ პოლიტიკოსების სურვილებია მხოლოდ. სინამდვილეში კი არჩევნებს, როგორც წესი, ნამდვილად ჰყავს გამარჯვებული და ეს უმრავლესობის ნებაა.