fbpx
14:48 | 2020-06-04 ავტორი: Prime Time

დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში სკვერი მოეწყობა

დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში სკვერი მოეწყობა

დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში, იოანე პეტრიწის N9-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყობა.

 

ინფრასტრუქტურული პროექტი 8 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე, მოეწყობა სარწყავი სისტემა და რულონური ბალახი დაიგება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, LED განათების ქსელი, გარე ტრენაჟორები და საბავშვო ზონა, სადაც სხვადასხვა სახეობის ატრაქციონი განთავსდება.

 

მშენებლობას „ანას ბაღთან“ არანაირი შეხება არ აქვს და ვინც ამას აპროტესტებს „უსაქმური ადამიანების ჯგუფია“ - კალაძე 
2020-05-23მშენებლობას „ანას ბაღთან“ არანაირი შეხება არ აქვს და ვინც ამას აპროტესტებს „უსაქმური ადამიანების ჯგუფია“ - კალაძე 

 

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.

 

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე და დასასვენებელი ადგილი შევქმნათ.

 

მიმდინარე წელს, საბურთალოს რაიონში სამი დიდი სკვერის პროექტი უკვე განხორციელდა. ახლა კი, დიდ დიღომში, სკოლა ფესვებთან დავიწყეთ სამუშაოები,  სადაც მოსახლეობისთვის გამწვანებული და კეთილმოწყობილი ადგილი შეიქმნება“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

 

სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 473 566   ლარია გამოყოფილი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X