fbpx
11:47 | 2020-06-08 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

დიდგორის მემორიალი გაძარცვეს – გამქრალია ბრინჯაოს არწივები

დიდგორის მემორიალი გაძარცვეს – გამქრალია ბრინჯაოს არწივები

დიდგორის მემორიალი გაძარცულია. ტერიტორიიდან გამქრალია გზის სანიშნე ბრინჯაოს არწივები. როგორც ირკვევა მტერზე გამარჯვების სიმბოლოს ექსტრემალები ავტოდრომად იყენებენ.

 

როდის გაქრა ძეგლები მემორიალიდან არავინ იცის. ინფორმაცია დიდგორის ველის დაზიანების შესახებ „საყდრისის კომიტეტმა“ გაავრცელა.

 

„ვნახეთ, რომ ბრინჯაოს არწივები, რომელიც მემორიალზე დგას გზაზე, როგორც მიმანიშნებელი, არის გამქრალი და ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გავასაჯაროვეთ.

 

ვითხოვთ რეაგირებას თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან, ასევე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისგან.

 

ასევე ვითხოვთ გადამოწმდეს ინფორმაცია დაკარგულ არწივებთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს მტერზე გამარჯვების სიმბოლოს სადრიფტაოდ გამოყენებას, ნამდვილად არის ვანდალური ფაქტი.“ – აცხადებს „საყდრისის კომიტეტის“ წევრი ნინო ბურჭულაძე.

ახალქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანეს
2020-06-07ახალქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანეს

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X