00:20 | 2020-03-25 ავტორი: თამარ გონგაძე

“დიდებული საუკუნის” ჰიურემი სერიალიდან წასვლის მიზეზებზე შვიდი წლის შემდეგ ალაპარაკდა

“დიდებული საუკუნის” ჰიურემი სერიალიდან წასვლის მიზეზებზე შვიდი წლის შემდეგ ალაპარაკდა

სუპერპოპულარული თურქული სერიალის – “დიდებული საუკუნის” მთავარი როლის შემსრულებელი, გერმანელ-თურქი მსახიობი, მერიემ უზერლი, შვიდი წლის შემდეგ გამოტყდა, თუ რატომ დატოვა მოულოდნელად სერიალი.

 

როგორც Star Hit წერს, ჰიურემ სულთანის როლის შემსრულებელი თავს სერიალის ტყვედ გრძნობდა.

 

უზერლი გამოტყდა, რომ გაუთავებელი გადაღებებისა და გადატვირთული გრაფიკის გამო, ნერვული შეტევა დაემართა, რაზე გამკლავებაც ვერ შეძლო.

 

“სერიალიდან წამოსვლა მას შემდეგ მომიხდა, რაც თავი რობოტად ვიგრძენი. იდეალურად ყოფნას ვცდილობდი და სამუშაოს შესანიშნავად ვართმევდი თავს. თავს ვეუბნებოდი, მერიემ, შენ მანქანა ხარ, შენ ამ სამუშაოს შეასრულებ” – გამოტყდა თურქი მსახიობი.

 

ის ასევე იმაშიც გამოტყდა, რომ დიდი ხანი ვერც კოლეგების მიმართ დამნაშავის გრძნობას აღწევდა თავს და ვერც ემოციურ შეტევას.

 

მას შემდეგ, რაც მსახიობმა მოულოდნელად სერიალში გადაღებაზე უარი განაცხადა, “დიდებული საუკუნის” შემქმნელებს სასწრაფოდ მოუხდათ მისი შემცვლელი მსახიობის მოძებნა. და ჰიურემ სულთანის როლზე ვაჰიდე პერჩინის კანდიდატურაზე შეაჩერეს არჩევანი.

 

უზერლის კი პროდიუსერების (რომლებიც ამ ფაქტის შემდეგ უკვე რაღაც პერიოდი მას სერიოზულ როლებზე აღარ აკავებდნენ) ნდობის თავიდან მოპოვება დასჭირდა. ამჟამად ის ქალიშვილს მარტო ზრდის და მუშაობას აგრძელებს.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X