18:39 | 2020-05-19 ავტორი: მარი ჯაფარიძე

დიდძალი ხარჯები  ქორწილებსა და განქორწინებებში: როგორ ცხოვრობს „ქორწინებაზე დამოკიდებული“ ქალი

დიდძალი ხარჯები  ქორწილებსა და განქორწინებებში: როგორ ცხოვრობს „ქორწინებაზე დამოკიდებული“ ქალი

სარას მეგობრები თვლიან, რომ ის დამოკიდებულია ქორწილებზე.

 

ბრიტანეთში, ქალაქ პორტსმუთში მცხოვრები 51 წლის სარა ბრეტი უკვე ოთხჯერ არის დაქორწინებული და არ აპირებს გაჩერებას, იმის მიუხედავად, რომ მას 28 000 ფუნტი უკვე დაეხარჯა ქორწილებში და კიდევ 9 ათასი ფუნტი – განქორწინებებში.

 

„დედაჩემს ყოველთვის ამბობდა, რომ რამდენიმე ბაყაყს უნდა აკოცო, სანამ უფლისწულს იპოვი, – ამბობს სარა, მაგრამ ჩემი პრობლემა ის არის, რომ მე მათთვის არ მიკოცნია და მაშინვე დავქორწინდი ბაყაყებზე“.

 

პირველი ქმარი

 

Сара и ее первый муж Ник

პირველად სარა საკმაოდ ადრე დაქორწინდა, 18 წლის, ხოლო მისი რჩეული – 20-ის იყო. მომავალმა ცოლ-ქმარმა სამსახურში გაიცნო ერთმანეთი. ისინი ქარხანაში მუშაობდნენ.

 

„მე ვიყავი ბედნიერი. თეთრი კაბა მეცვა ხოლო ხელის მომკიდეები სხვადასხვა ფერის კაბებში გამოვაწყე, რითაც ცისარტყელა შევქმენი, – ამბობს სარა. – 80 სტუმრის თანდასწრებით, ეკლესიაში დავქორწინდით. ცერემონიის დასრულების შემდეგ, ვახშამი გაიმართა. ქორწილისთვის  8 ათასი ფუნტი დავხარჯეთ“.

 

რამდენიმე თვის შემდეგ წყვილს შეეძინათ პირველი ვაჟიშვილი – დანიელი და ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ სამი წლის შემდეგ ოჯახი დაიშალა. სარის თქმით, ის და მისი მეუღლე მიხვდნენ, რომ ძალიან ადრე დაქორწინდნენ – მათ ძალიან განსხვავებული ინტერესები ჰქონდათ. განქორწინდნენ, რისთვისაც 2 300 ფუნტი გადაიხადეს.

 

მეორე ქმარი

 

Сара в день своей второй свадьбы

 

ერთი წლის შემდეგ, სარა შეხვდა თავის მეორე ქმარს, პოლს. ის პატარა ჟურნალ-გაზეთების მაღაზიის მფლობელი იყო იმ სახლის იმ კუთხეში, სადაც სარა ცხოვრობდა. „მაღაზიაში ხშირად ვათვალიერებდი საქორწილო ჟურნალებსა და გაზეთებს. ერთ დღეს პოლმა მკითხა, ხომ არ ვგეგმავდი ქორწილს? ეს იყო ჩვენი საუბრის დასაწყისი“. სამი კვირის შემდეგ მამაკაცმა დაქორწინება შესთავაზა.

 

მეორე ქორწილის დაგეგმვამ სარას დიდი სიამოვნება მოუტანა. ამჯერად ცერემონია გაიმართა 40 სტუმრის თანდასწრებით. სარას ეცვა მოდური საქორწილო კაბა Marks & Spencer-ისგან. ჯამში, წყვილმა 6 500 ფუნტი დახარჯა.

 

ქორწილიდან ოთხი თვის შემდეგ, სარას შეეძინა ქალიშვილი, ზოი. მაგრამ მალე წყვილი ერთმანეთს გაშორდა. სარა და პოლი, რომლებიც ქორწილამდე ერთად არ ცხოვრობდნენ, მიხვდნენ, რომ ძალიან განსხვავებულები იყვნენ. განქორწინება წყვილს დამატებით  2 600  ფუნტი დაუჯდა.

 

მესამე ქმარი

 

В 1996 году Сара стала женой в третий раз

 

მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სარამ თავი ორი შვილის აღზრდას მიუძღვნა, არც კი ფიქრობდა ვინმეს გაცნობაზე. შემდეგ მან გაზეთში მოძებნა განცხადება მათთვის, ვისაც შეხვედრა სურდა. ამ გზით სარას ცხოვრებაში გამოჩნდა მესამე ქმარი – ტაქსის მძღოლი, რომელიც მასზე 10 წლით უფროსი იყო.

 

სარას თქმით, ის ნამდვილი ჯენტლმენი აღმოჩნდა. წყვილი თითქმის ყოველდღე ხვდებოდა ხუთი თვის განმავლობაში, შემდეგ კი დაქორწინება გადაწყვიტეს. სარას მეგობრები სკეპტიკურად შეხვდნენ ამ ახალ წამოწყებას, ამიტომ ქალმა არ მოაწყო დიდებული ცერემონია.

 

„მე ავირჩიე სპილენძისფერი სამოსი, რომლის ღირებულებაა 1000 ფუნტი. ზოგიერთ მეგობარს არ სურდა ფულის დახარჯვა და მთხოვეს ნებართვა, რომ გამოცხადებულიყვნენ ცერემონიალზე იმავე კოსტიუმებით, რომლებიც მათ ჩემს წინა ქორწილში ეცვათ. ეს ძალიან სასაცილო იყო!“

მეგობრების პროგნოზის მიუხედავად, ქორწინება ათ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. შემდეგ სარას და მის მეუღლეს პრობლემები დაეწყოთ. ქალი ცდილობდა ურთიერთობის შენარჩუნებას, მაგრამ მალე წყვილი მიხვდა, რომ მათი სიყვარული სიძულვილში გადაიზარდა. 2006 წელს მათ განქორწინება გადაწყვიტეს, რომლის ღირებულება 3 ათასი ფუნტი იყო.

 

მეოთხე ქმარი

 

Сара и ее четвертый муж Шон

 

 

იმ იმედით, რომ ნორმალურ ადამიანს გაიცნობდა,  სარა გაცნობის საიტებზე დარეგისტრირდა. ძალიან მალე ერთ მამაკაცს, შონს შეხვდა. ისინი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმოწერით ურთიერთობდნენ, შემდეგ კი შეხვდნენ. ოთხი თვის შემდეგ კაცმა დაქორწინება შესთავაზა.

 

„შონი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული და ეს იყო კარგი მიზეზი, რომ დიდი ქორწილი გვქონოდა“, – იხსენებს სარა. პატარძალმა თეთრი, მხრებმოშიშვლებული კაბა  ჩაიცვა. თმა  ცოცხალი ყვავილებით მოირთო. სარას თქმით, მას არასდროს უგრძნია თავი ისე ლამაზად, როგორც ამ დღეს. 60 სტუმრისთვის სადღესასწაულო სადილი გამართეს რესტორანში და ამაში 8 500 ფუნტი გადაიხადეს.

 

ქორწინების პირველი რამდენიმე წელი ლამაზი იყო, მაგრამ შემდეგ სარა უფრო და უფრო გრძნობდა  მარტოობას. წყვილს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა  მოუწია, ქალისთვის კი რთული იყო მეგობრებისა და ნათესავებისგან დაშორება.

 

გარდა ამისა, მისი ქალიშვილი, ზოი დაქორწინდა, ხოლო სარას, რომელიც ცხოვრებაში პირველად არ იყო ქორწილში ყურადღების ცენტრში მოქცეული, დიდი მოთხოვნილება გაუჩნდა, რომ კვლავ პატარძალი გამხდარიყო.

 

დაახლოებით 10-წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, სარა და შონი განქორწინდნენ. ეს პროცედურა მათ დაუჯდათ 1 500 ფუნტი. განქორწინების შემდეგ, სარა მაშინვე დაუბრუნდა თავის მეგობრებსა და ოჯახს და განაგრძო შემდეგი მისტერ პერფექციის ძებნა.

 

ახალი რჩეული

 

Новый избранник Сары - Эшли

 

2018 წლის აგვისტოში ბედმა ის ლანდშაფტის დიზაინერთან, ეშლი კომლთან დააკავშირა. გასული წლის დეკემბერში მან ქალს ხელი სთხოვა და საფირონის თვლიანი ოქროს ბეჭედი აჩუქა. ამავე დროს, ბრწყინვალე ქორწილი აღუთქვა.

 

ზეიმი დაგეგმილია 2020 წლის სექტემბერში. წყვილი გეგმავს მრავალი სტუმრის მოწვევას, გოლფის კლუბისა და დიჯეის დაქირავებას.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები