15:43 | 2021-07-30 ავტორი: Prime Time

დიდ ტკივილს დავატარებდი გულით, ლაშამ ჩემი სოსო გამიცოცხლა! – ლაშა ბექაურის დედა

დიდ ტკივილს დავატარებდი გულით, ლაშამ ჩემი სოსო გამიცოცხლა! – ლაშა ბექაურის დედა

ჩემი გული აამზიანა და დიდი სიხარულით შეცვალა. მადლობა დედი, ამისთვის,ყველაფრისათვის! გილოცავ დედი, მიყვარხართ, მიყვარხართ, მიყვარხართ ქართველებო, – ამის შესახებ ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურის დედა სოციალურ ქსელში წერს.

 

„მადლობა უფალს, დიდი სიხარულისთვის, ყველა ადამიანს, სრულიად საქართველოს, შოკისმომგვრელი სიხარულისთვის, lasha bekauri-მა მეგონა გააერთიანა: ერი, ბერი, არავის ახსოვდა კონფლიქტები, პოლიტიკა, ყველა ქომაგობდა, უყურებდა და ბოლოს დიდმა სიხარულმა მოიცვა მთელი საქართველო… ჩემი ამბიცია ცხოვრებაში, ადამიანების ურთიერთგაგება, გატანა, მხარდაჭერა ,სიყვარულია!!! არაფერი გვიშლის ხელს, გვიყვარდეს ერთმანეთი ქართველებს!ერთ მუშტად შეგვკრას დიდმა სიხარულმა(როგორც ვიცით-ხოლმე)!

 

ასევე ნახეთ: VIDEO: ლაშა ბექაურის ემოციები, როცა გაიგო რომ ბინა აჩუქეს

 

მადლობა ადამიანებო, ჯერ ისევ სიხარულით გამოწვეული შოკი მაქვს! არადა დიდ ტკივილს, მოუშუშებელს დავატარებდი გულით, გულით რომელი გულიც, ლაშას ბიძამ, ჩემმა ძმამ წაიღო. ლაშამ ჩემი სოსო გამიცოცხლა! ჩემი გული აამზიანა და დიდი სიხარულით შეცვალა. მადლობა დედი, ამისთვის, ყველაფრისათვის! გილოცავ დედი, მიყვარხართ, მიყვარხართ, მიყვარხართ ქართველებო,“ – წერს ვიკა წიკლაური.

 

შეგახსენებთ, ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართულმა დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!