13:01 | 2020-09-22 ავტორი: თამარ გონგაძე

“დიდ სტრესს მიიღებს ბავშვი” – გაეცანით ბაღებში დაწესებულ რეგულაციებს და მშობელთა გამოხმაურებას

“დიდ სტრესს მიიღებს ბავშვი” – გაეცანით ბაღებში დაწესებულ რეგულაციებს და მშობელთა გამოხმაურებას

1 ოქტობერს სასწავლო წელს განაახლებენ საბავშვო ბაღები. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ახალი რეგულაციების შესრულება სავალდებულოა როგორც პედაგოგებისთვის, ისე მშობლებისთვისაც. წაიკითხეთ, რა იკრძალება და რა წესების დაცვით უნდა ატაროთ პატარები საბავშვო ბაღებში.
აკრძალვები
ბაღში არ დაიშვებიან უცხო პირები, მათ შორის მშობლები.
არ დაიშვებიან სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვები / პედაგოგები / ადმინისტრაცია.
აკრძალულია სახლიდან სათამაშოების მოტანა.
აკრძალულია ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება ვერ ხერხდება.

 

 

აკრძალულია ისეთი გასართობი ღონისძიებები, რომელიც ითვალისწინებს ბავშვთა დიდი ოდენობით
თავშეყრას.
 

აკრძალულია მისალმებისას ხელის ჩამორთმევა და სხვებთან შეხება.
გაკოტრებამდე მისული კერძო ბაღები და მშობლები, რომლებსაც ბავშვების დამტოვებელი არ ჰყავთ • ტაბულა

 

ვალდებულებები

 

 

ბაღის შესასვლელთან უნდა განხორციელდეს ბავშვების / პერსონალის ტემპერატურის კონტროლი.
რესპირატორული სიმპტომების გამოვლენისას ბავშვი მაქსიმალურად სწრაფად უნდა წაიყვანოს მშობელმა. მშობლის დროულად არ მოსვლის შემთხვევაში ბაღი უკავშირდება 112-ს.
ბავშვების გარდა, ყველა სხვა პირი ბაღში დაიშვება მხოლოდ ნიღბით.
ბაღებმა უნდა უზრუნველყონ გარე სივრცეში ხანგრძლივად თამაშის ხელშეწყობა.
ბაღმა უნდა იცოდეს, ბავშვს აქვს თუ არა ალერგია ალკოჰოლზე ან რომელიმე ისეთ ნივთიერებაზე, რომელიც შედის სადეზინფექციო სითხის შემადგენლობაში.
სამზარეულოში ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65 C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით, მანამდე ორჯერ გაირეცხოს არანაკლებ 40 C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით
ამ წესების შესრულება მოუწევთ როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღებს.

 

„მხედველობა რომ კარგი ჰქონოდა, ინსტრუმენტამდე ხომ არ მივიდოდა?“ - 5 წლის ვირტუოზი, რომლის ვიდეოებს უამრავი ნახვა აქვს
2020-09-21„მხედველობა რომ კარგი ჰქონოდა, ინსტრუმენტამდე ხომ არ მივიდოდა?“ - 5 წლის ვირტუოზი, რომლის ვიდეოებს უამრავი ნახვა აქვს

 

დადგენილ რეგულაციებს მშობელთა ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. აი, რას წერენ სოციალურ ქსელში.

 

“ბავშვი, რომელიც პირველად მიდის ბაღში, სრულიად უცხო გარემო, უცხო ადამიანები… მაინტერესებს, როგორ წარმოგიდგენიათ ის ფაქტი, რომ ბაღში არ დაიშვებიან მშობლები? ბავშვებს ადაპტირების საშუალება ხომ უნდა ჰქონდეთ? როგორ ფიქრობთ, ამ აკრძალვით ბავშვი საერთოდ არ დაზარალდება? უნდა დაიშვას რამე გამონაკლისი სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია ეს ყველაფერი!”

 

“2 წლის ბავშვი, რომელიც პირველად მიდის ბაღში, კარებთან უნდა დავტოვოთ? ან გამოცვლა არ შეიძლება ან შეყვანა ადამიანურად ბავშვის? ასე ხომ დიდ სტრესს მიიღებს ბავშვი მისთვის სრულიად უცხო გარემოში?”

 

“2 ბავშვი მიმყავს წელს, ერთი 2 წლის, მეორე 3-ის. მეც და ბავშვებსაც პირველად უნდა გვქონდეს ბაღთან შეხება. მოდით და ამიხსნან, როგორ უნდა დავუტოვო რომელიმე გარეთ ისე, რომ მშობელმაც და ბავშვებმაც იოლად გადავიტანოთ? უნდა არსებობდეს გამოსავალი… მაგალითად, ბახილებით და პირბადით რომ შევიდეთ მშობლები, ან რამე მოიფიქრონ… წარმოუდგენელია უბრალოდ სხვანაირად ბავშვის დატოვება.”

 

“როგორც ჩანს, ბავშვებზე დაფიქრება დაავიწყდათ, აბსოლუტურად მისაღებია ყველა რეგულაცია, მაგრამ ასე ადვილი არ არის ბავშვების ბაღში ერთი ხელის აღებით დატოვება. როგორ ვიღაცას არ მოაფიქრდა, არ ვიცი, რა…”

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +