11:38 | 2020-03-19 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო ყველა სკოლა დაიხურა

დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყველა სკოლა დაიხურა და ეროვნული გამოცდები გაუქმდა. გადაწყვეტილება პარასკევს, 20 მარტს შევა ძალაში.

 

განათლების მინისტრის, გევინ უილიამსონის თქმით, სწავლას გააგრძელებენ ისეთ სამსახურში დასაქმებული ადამიანების შვილები, რომელთა მუშაობაც აუცილებელია და სოციალურად დაუცველი ბავშვები. ასევე, მოსწავლეებს, რომლებიც დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან არიან, საკვების უფასო ვაუჩერები დაურიგდებათ.

 

ბოლო მონაცემებით დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 625 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 104 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 65.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

დატოვე კომენტარი