18:06 | 2020-04-10 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დიაბეტი და კორონავირუსი – მნიშვნელოვანი რჩევები ენდოკრინოლოგისგან

დიაბეტი და კორონავირუსი – მნიშვნელოვანი რჩევები ენდოკრინოლოგისგან

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმზე, კვლევების მიხედვით ქრონიკული დაავადებების ისტორიის მქონე პაციენტები, მაგალითად როგორიცაა, დიაბეტი და არტერიული წნევა მაღალი რისკის კატეგორიაში შედიან.

 

რა ზოგადი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში დიაბეტის დროს და რა შემთხვევაში შეიძლება გართულდეს დაავადება ყველა ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ ენდოკრინოლოგს და საქართველოს დიაბეტის ცენტრის დირექტორი, რამაზ ყურაშვილს ესაუბრა.

 

ასაკი  და რისკ ჯგუფი

 

„ჩვეულებრივად ყველამ იცის, რომ რისკ ჯგუფში შედის, მაგრამ ეს ქრონოლოგიური ასაკია, ზოგიერთი 70 წლის ასაკში უკეთესად გრძნობს თავს, ვიდრე 25 წლის სიგარეტის მწეველი, რომელიც ეწევა 2-3 კოლოფს.

 

თუ ადამიანი 70 წლის არის და კიდევ სიგარეტს ეწევა აი ეს წარმოადგენს საშიშროებას, ვთქვათ 70 წლის არის ადამიანი და წონა აქვს 30 კილოგრამით მეტი ვიდრე უნდა ჰქონდეს, ასეთ დროს ფილტვები ვერ მუშაობს, წარმოგიდგენიათ მთელი ეს ზედმეტი წონა აბჯარივით აქვს ჩაწყობილი, ცხიმის აბჯარი აქვს, რომელიც სუნთქვაში ხელს უშლის.

 

ეს ფილტვების ობსტრუქციული დაავადებაა, ასეთ დროს უჭირთ კიბეზე ასვლა, შეიძლება გულის უკმარისობაც ჰქონდეთ, ამას თუ ერთვის ფილტვის უკმარისობაც ეს კიდევ უფრო საშიშია. დიაბეტის მქონე ადამიანებმა სიგარეტი არ უნდა მოწიონ, ეს ყველაზე მეტად აქვეითებს იმუნიტეტს.“

 

დიაბეტი და Covid-19

 

„დიაბეტი ყველა შემთხვევაში საშიში არ არის, თუ დიაბეტი არის მოვლილი, შეიძლება გართულება არ ჰქონდეს. საერთოდ ჩვენ ვასწავლით ასე, რომ 5 წელი თუ ადამიანს დიაბეტი აქვს, შემდეგში ვითარდება თვალის გართულებები. თუ დიაბეტი თავიდანვე მოვლილია, არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს კორონავირუსი, რომ გაართულოს სიტუაცია. თუ თქვენ თავიდანვე დააფასებთ ამ დაავადებებს, ნაკლები გართულებებია მოსალოდნელი.

 

კორონავირუსი ასევე ემუქრება ორსულ ქალებს. როგორც დააკვირდნენ კორეაში ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩინეთში, ორსული ქალები განსაკუთრებით არ დაზიანებულან, თუმცა კორეაში ყველა ამ სიტუაციაში, როცა იყო ეპიდემია, ყველა ახალშობილ ცალკე აჩერებდნენ, ცალკე ინკუბატორებში ჰყავდათ, რომ დაცულები ყოფილიყვნენ.

 

Covid-19 აზიანებს პირველ რიგში სასუნთქ სისტემას, ვერ ითვისებენ ჟანგბადს, რასაც გლობალური ჰიპოქსია ჰქვია და ბუნებრივია, რომ დიაბეტიც ასევე ნელად მიმდინარე ჰიპოქსიაა, აქედან გამომდინარე ეს ორი დაავადება ერთმანეთთან შერწყმული ქრონიკული ჰიპოქსიური დაავადება, მწვავე დაავადებას ემთხვევა და მდგომარეობა რთულდება“

 

კვება

 

„გლიკემიის კონტროლი, ფიზიკური აქტივობა და რაციონი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. დიაბეტის მქონე ადამიანის რაციონი, ჯანმრთელი ადამიანის რაციონისგან უნდა განსხვავდებოდეს, ნაკლები საკვები და ნაკლები ცხიმი უნდა მიიღოს. დიაბეტიანებმა სასურველია პური საერთოდ შეზღუდონ. მნიშვნელოვანია, ჭამამდე და ჭამის შემდეგ მოხდეს სისხლში შაქრის დონის გაზომვა.

 

ტიპი 1-ის დიაბეტის დროს უფრო ხშირად ხდება გაზომვა, ტიპიური დიაბეტის დროს უფრო ნაკლებად. სასურველია რაციონი გაამდიდრონ ბოსტნეულით. ძირითადი კვება უნდა იყოს სამჯერ დღეში, თუ ჭარბწონიანია ადამიანი, მისი იდეალური წონა (რომლის გამოთვლაც ხდება შესაბამისი კალკულატორით) უნდა გავამრავლოთ 20-ზე და ეს იქნება მისი კალორაჟი.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X