12:27 | 2021-10-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

დღეში უფრო მეტი ადამიანი ავადდება, ვიდრე პირველადად იცრება.. სრული კატასტროფაა! – ზაზა წერეთელი

დღეში უფრო მეტი ადამიანი ავადდება, ვიდრე პირველადად იცრება.. სრული კატასტროფაა! – ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკას ეხმაურება.

 

მისი თქმით, ქვეყანაში დღიურად უფრო მეტი ავადდება, ვიდრე იცრება, ეს კი კატასტროფაა.

 

„იყო დრო, საქართველოში თავი მოჰქონდათ, მსოფლიოში ყველაზე მაგრა ვანხორციელებთ კოვიდ პრევენციასო, მერე თავი მოჰქონდათ, კი გვაქვს შემთხვევები, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე ნაკლები სიკვდილიანობა, მერე ყველა მედიკამენტი პირველად საქართველოში შემოდიოდა, მერე ვაქცინაციაც ერთ-ერთი პირველი მსოფლიშო საქართველოში დაიწყებაო.

 

ახლა კი ნამდვილად ერთ-ერთი პირველი თუ პირველი არ არის საქართველო სადაც დღეში უფრო მეტი ადამიანი ავადდება ვიდრე პირველადად იცრება…აი ეს ფაქტი ნამდვილად შევა პანდემიებთან ბრძოლის არქივებში

 

უფრო მეტი ავადდება ვიდრე იცრება. იმ ქვეყნებს მაინც გადასცენ ვაქცინა, სადაც უჭირთ და ითხოვენ. მერე ამითი მოიწონონ თავი. ისე კი – სრული კატასტროფაა!“, – წერს წერეთელი.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X