fbpx
22:56 | 2020-11-07 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„დღეს ვნახე, როგორ იწვა თეთრ სასახლეში საოცრად ლამაზი გოგო“ – მღვდელმსახურის ოჯახში დატრიალებული ტრაგედია

„დღეს ვნახე, როგორ იწვა თეთრ სასახლეში საოცრად ლამაზი გოგო“ – მღვდელმსახურის ოჯახში დატრიალებული ტრაგედია

დღეს მამა გრიგოლ მთვარელიშვილის ქალიშვილი, 14 წლის სალომე დაკრძალეს. მამა გრიგოლს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამძიმრის წერილი მისწერა:

 

ამ ტრაგიკულ ისტორიაზე სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო ჩიტაშვილი ემოციურ წერილს აქვეყნებს.

 

„დღეს ვნახე, როგორ იწვა თეთრ სასახლეში თეთრი და საოცრად ლამაზი გოგო……როგორ ულოცავდა შვილგარდაცვლილი დედა სხვა დედებს შვილებს…როგორ ამშვიდებდნენ დაგარდაცვლილი დედმამიშვილები ერთმანეთს…

 

დღეს მოვისმინე, როგორ სთხოვდა მამაო ღმერთს, მიეტევებინა მისი შვილისათვის ერთადერთი ცოდვა, რომ მისმა გარდაცვალებამ სხვა ადამიანს უდიდესი განსაცდელი მოუვლინა და გვთხოვდა, არასდროს განგვეკითხა, რამეთუ არავინ ვიცით რა ტრიალებს სხვის გულში…

 

დღეს მოვისმინე, როგორ სთხოვდა მამაო ადამიანებს,რომ არავის და არაფრის გამო არ ღირს გაბოროტება, რომ ერთადერთი, რაც გადაგვარჩენს სიყვარული და ერთმანეთის გვერდით დგომაა.

 

ავარიის დროს დაღუპული 12 წლის გოგონა სასულიერო პირის შვილია
2020-11-04ავარიის დროს დაღუპული 12 წლის გოგონა სასულიერო პირის შვილია

 

დღეს მოვისმინე, როგორ სთხოვდა მამაო მრევლს, რომ კი არ შეიცოდონ, არამედ უფრო მეტი სიყვარული გაუზიარონ…

 

დღეს ვნახე, როგორ იდგა საათობით თეთრ სასახლესთან ავადმყოფი ბიჭი და მომეჩვენა, რომ მისი ცრემლი იყო ძალიან გულწრფელი…

 

დღეს ვნახე ერთად: სიკვდილი, სიკეთე, სილამაზე, სიყვარული და სიძლიერე… და დღეს ისე გავიზარდე… არ მგონია, რამე ვნახო კიდევ ამაზე მეტი, ჩემი ცხოვრების მანძილზე.” – წერს ნინო ჩიტაშვილი.

 

რამდენიმე დღის წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, 14 წლის სალომე მთვარელიშვილი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, გზაზე მოპედით დები გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათ, მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე თბილისში რეანომობილით გადაიყვანეს.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X