fbpx
13:49 | 2020-10-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დღეს, უყურადღებობის გამო, ქალიშვილი გარდამეცვალა – ციციშვილის კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის მამა

დღეს, უყურადღებობის გამო, ქალიშვილი გარდამეცვალა – ციციშვილის კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის მამა

ციციშვილის კლინიკაში გარდაცვლილი წლინახევრის ბავშვის მამა ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

 

ციციშვილის კლინიკაში წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა
2020-10-09ციციშვილის კლინიკაში წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა

 

„ნახევარ წელზე მეტია აქ მეწვინა ჩემი მცირეწლოვანი ქალიშვილი, თავდაპირველად ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იწვა.

 

120 000 ლარი ჩაგვარიცხინეს. გვითხრეს, რომ ოპერაციას სჭირდებოდა. თუმცა მოგვატყუეს.

 

ასე გვატყუებდნენ 6 თვის განმავლობაში იმ მიზეზით, რომ პანდემია იყო. დღეს უყურადღებობის გამო ქალიშვილი გარდამეცვალა.

 

კახა ქაშაბიძეა ყველაფერში დამანაშავე. ის არის ქირურგი, რომელმაც მომატყუა, რომ სპეციალისტი ინდოეთიდან უნდა მოეწვიათ. ჩემი ქალიშვილის მკვლელობაში არის დამნაშავე“, – აცხადებს გარდაცვლილი ბავშვის მამა.

 

„პრაიმტაიმი“ მომხდარის დეტალებს არკვევს და ციციშვილის კლინიკიდან შესაბამის განმარტებას ელოდება.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X