fbpx
22:55 | 2020-05-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„დღეს თითქმის იმ ტკივილს ვგრძნობ, რასაც ვგრძნობდი 14 წლის წინ“ – ზურა ვაზაგაშვილის გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდა

„დღეს თითქმის იმ ტკივილს ვგრძნობ, რასაც ვგრძნობდი 14 წლის წინ“ – ზურა ვაზაგაშვილის გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდა

გახმაურებული სპეცოპერაციის დღიდან, რომელიც „კორტების ტრაგედიით“ არის ცნობილი, 14 წელი გავიდა.

 

სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი გარდაიცვალნენ.

 

„პრაიმტაიმი“ მოკლული ვაზაგაშვილის დედას, ციალა შანავას დაუკავშირდა.

 

„14 წელი გავიდა.

 

დამნაშავეებიდან მეათედიც კი არ არის დასჯილი.

 

დღეს თითქმის იმ ტკივილს ვგრძნობ, რასაც ვგრძნობდი 14 წლის წინ. ეს ყოველ დღე გრძელდება“, – ამბობს ციალა შანავა.

 

კორტების სპეცოპერაციას სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მომხდარის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.

 

„კორტების სპეცოპერაცია“

 

2006 წლის 2 მაისს დიდი ტრაგედია დატრიალდა საქართველოში! ამ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ რას წარმოადგენდა სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმი!

 

ჩვენ ვნახეთ, ვინ იყო ვანო მერაბიშვილი და ვიგრძენით რა შეეძლო „ხერხემლის“ ზონდერ პოლიციელებს! ეს დღე არასდროს დაგვავიწყდება!

 

ხუთი საკონტროლო გასროლა ყოველგვარი მიზეზის გარეშე!

 

ზურა ვაზაგაშვილის ჩვენს გულებში მუდამ დარჩება!

 

ps ჩვენ ყველაფერი უნდა ვქნათ რომ ასეთი ტრაგედიები აღარ განმეორდეს და თითოეული გადაცდომა სახელისუფლებო ვერტიკალიდან იყოს მხილებული და აღკვეთილი!“, – წერს სადღობელაშვილი.

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

X