12:51 | 2020-04-03 ავტორი: ალექსი ქამადაძე

დღეს სამშობლოში კიდევ 230-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდება

დღეს სამშობლოში კიდევ 230-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდება

დღეს, საქართველოში კიდევ 230-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდება. რეისებს ვარშავა-თბილისის და ბერლინი-თბილისის მიმართულებით ქართული და პოლონური ავიაკომპანიები შეასრულებენ.

შეგახსენებთ ფრენების არსებულ განრიგს:

 

3 აპრილი – ბერლინი-თბილისი – Georgian Airways

 

3 აპრილი – ვარშავა-თბილისი – LOT Polish Airlines

 

4 აპრილი -ლონდონი-თბილისი – Georgian Airways (კომპანიის გეგმიური რეისი)

 

7 აპრილი -ათენი-თბილისი – Georgian Airways

 

10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი – Georgian Airways

 

ავიარეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს“, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

 

ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 148-ს შეადგენს. 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X