22:37 | 2021-10-14 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დღეს, ქართველმა ხალხმა მორალურად გავიმარჯვეთ, მთელმა მსოფლიომ დაინახა, თუ რას ნიშნავს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი – მელია 

დღეს, ქართველმა ხალხმა მორალურად გავიმარჯვეთ, მთელმა მსოფლიომ დაინახა, თუ რას ნიშნავს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი – მელია 

„დღეს, ჩვენ, ქართველმა ხალხმა მორალურად გავიმარჯვეთ, მენდეთ, მერწმუნეთ ხალხნო. მთელმა მსოფლიომ დაინახა, თუ რას ნიშნავს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი“ – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ნიკა მელიამ აქციაზე მისულ კოლეგებს ოპოზიციური პარტიებიდან მადლობა გადაუხადა.

 

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, ვინც აქ მოვიდა და გაიზიარა ეს ტკივილი, ეს საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენ აღმოვჩნდით ყველანი ერთად. დიდი მადლობა, მე ვნახე აქ ბევრი პოლიტიკური, განსხვავებული პარტიის წარმომადგენელი, მადლობა ხალხო, ასე უნდა აშენდეს თანამედროვე სახელმწიფო, ეს აქცია არ და ვერ იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით ჩატარებული, მიხეილ სააკაშვილს, როგორც ასეთს კი არ სჭირდება ზრუნვა, არამედ ამ ქვეყნის ღირსებას და მომავალს სჭირდება ზრუნვა, მადლობა, რომ როგორც ერთნი, ისე დავდექით, აურაცხელი რაოდენობის ადამიანი გამოვიდა.

 

ჩვენ არ დავიკვნესებთ, ჩვენ არ დავიჩოქებთ და დღეს ამის იმედი კიდევ ერთხელ მომეცა - თამრიკო ჭოხონელიძე
2021-10-14ჩვენ არ დავიკვნესებთ, ჩვენ არ დავიჩოქებთ და დღეს ამის იმედი კიდევ ერთხელ მომეცა - თამრიკო ჭოხონელიძე

 

უცხოელმა ჟურნალისტმა მკითხა, რას უკაშირებთ ამ რაოდენობის ადამიანის ქუჩაში გამოსვლასო. იცით, ყველაფერთან ერთად ძალიან ბევრი ქართველი მიხვდა, რომ ხელიდან გვეცლება ამ ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და თავისუფლება. რეალურად, ეს საფრთხე აქვს დღეს ქართველს . დიახაც, ოლიგარქმა ამ საფრთხის წინაშე დაგვაყენა ჩვენ და სხვანაირად არ შეგვეძლო მოვქცეულიყავით, არც თუ ისე ცოტა ადამიანი საუბრობდა დღემდე – რამდენი ადამიანი გამოვა- არ გამოვა? ბევრნი ვიქნებით, თუ ცოტანი? იმაზე ბევრი ვართ, ვიდრე ყველას წარმოედგინა.

 

რატომ იცით? ისტორიულად ქართველ ერს ახასიათებს ყველაზე მაგარი თვისება – გარდამტეხ, გადამწყვეტ მომენტში ჩვენ შეგვიძლია ერთიანობა, ჩვენ შეგვიძლია ხელი ხელს ჩავკიდოთ და აქ, თავისუფლების მოედანზე მათ შორის, სადაც სული დალია უამრავმა ქართველმა წინაპარმა იმისათვის, რომ ასე თავისუფლად ჯერ კიდევ საქართველოს დროშას ეფრიალა, ამ დროშების დაწევის უფლებას არავინ არავის მისცემს, ამიტომ ვართ აქ ბევრი. მეკითხებიან, რა საღამო იყო აქ, რას ვაკეთებდით.

 

ხალხნო, პოლიტიკური გამარჯვება შეუძლებელია თუ მანამდე მორალურად არ გაიმარჯვებ. დღეს, ჩვენ მორალურად გვიმარჯვეთ ქართველმა ხალხმა, მენდეთ, მერწმუნეთ ხალხნო. მთელმა მსოფლიომ დაინახა, თუ რას ნიშნავს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი“, – განაცხადა მელიამ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X