fbpx
16:48 | 2020-11-25 ავტორი: ზურა დვალაშვილი

“დღეს, პრაქტიკულად, ყველა გაციება არის კოვიდი… სეზონური გრიპი ჯერ არ ცირკულირებს” – პაატა იმნაძე

“დღეს, პრაქტიკულად, ყველა გაციება არის კოვიდი… სეზონური გრიპი ჯერ არ ცირკულირებს” – პაატა იმნაძე

სეზონური გრიპი ჯერ არ არის, დღეს რაც ცირკულირებს, მათი 90 % არის კოვიდი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

 

“ძალიან ცოტა იყო ძველი კორონავირუსი, ასევე დაჭერილია ბოკავირუსი, ესეც გაციების გამომწვევი ერთ-ერთი ვირუსია. ასევე არის რინოვირუსი, რომელიც სურდოს იწვევს. ესენი არის ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით. პრაქტიკულად, ახლა ყველა გაციება არის კოვიდი…”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

25 ნოემბერი: საქართველოში კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ავტორი: ზურა დვალაშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X