14:17 | 2020-04-22 ავტორი: ალექსი ქამადაძე

დღეს პოპულიზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის – სალომე ზურაბიშვილი

დღეს პოპულიზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის – სალომე ზურაბიშვილი

დღეს პოპულიზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის. კრიზისიდან გამოსვლა ყველა ქვეყანაში მძიმე და რთული იქნება, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენალურ სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ყველა მონაცემიდან გამომდინარე, ამ სიტუაციის მართვისთვის აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება

 

„ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ქვეყანას ვაძლევთ საშუალებას, წარმატებულად გავიაროთ რთული გზა, ბრძოლის დასრულებამდე.

 

აქამდე ჩვენ გადავდგით სამაგალითო ნაბიჯები, შევძელით და საგანგებო მდგომარეობა არ გასცდა თავის მიზანს.

 

შეზღუდვები არ შეეხო მაგალითად, სიტყვის და მედიის თავისუფლებას; მინიმალურად შეეხო (სხვა ქვეყნებს შევხედოთ) ადამიანის უფლებებს, კერძოდ – გადაადგილებისა და შეკრების უფლებას.

 

ყველაფერი კეთდება, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებამ უარყოფითი გავლენა არ იქონიოს საკონსტიტუციო ცვლილებების დროულ მიღებაზე, საარჩევნო კალენდარზე და ჩვენ დემოკტარიულ სვლაზე.

 

ძალიან დიდი იმედი მაქვს, მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ შესაძლებელია, პატარა ქვეყანამ მისცეს არამხოლოდ ჯანდაცვის კრიზისის დაძლევის, არამედ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის მაგალითი.

 

ეს იქნება ჩვენი – ყველას ნამდვილი გამარჯვება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები