fbpx
00:17 | 2020-10-01 ავტორი: თამარ ბუჩუკური

დღეს პირველად ვიტყვი… ალბათ დიდი რისხვა წამოვა ჩემზე… – მაია ასათიანის სულისშემძვრელი აღიარება

დღეს პირველად ვიტყვი… ალბათ დიდი რისხვა წამოვა ჩემზე… – მაია ასათიანის სულისშემძვრელი აღიარება

ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ეთერში, შორენა ბეგაშვილის გადაცემაში „შორენას ეფექტში” მაია ასათიანი საუბრობს შვილის გარდაცვალების შემდეგ პერიოდზე…

 

2020-09-24"ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვიძლია" - შორენა ბეგაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ ახალ სიყვარულზე, ქალიშვილზე და გრანდიოზულ პროექტზე

 

„დღეს პირველად ვიტყვი, აქამდე არასდროს მითქვამს. ალბათ, დიდი რისხვა წამოვა, მაგრამ მე ეს გზა უკვე გავიარე.

 

ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ, ერთი კვირის შემდეგ, წამოდგომა შევძელი და სარკეში სრულიად სხვა ადამიანი მოჩანდა – ეს მე არ ვიყავი, რადიკალურად სხვა ადამიანი მიყურებდა, ვიყავი ჩონჩხი ყვითელი კანით, არ ვგავდი ადამიანს.

 

მივხვდი, დედა და ჩემი დები რატომ მიყურებდნენ ასე… მე ჩემს სარკეში მიცვალებული დავინახე და ჩემს თავს ვუთხარი – არ უნდა მომკვდარიყავი, სანამ ცოცხალი ვიყავი.

 

ნუცას გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ, მე სრულიად ჭაღარამ, თეთრი თმით, ჩემს სტილისტს დავურეკე და თმების შესაღებად მეგობარმა და პროდიუსერმა წამიყვანა. მან სალონი დახურა, რათა არამკითხე ადამიანებს არ ვენახე…

 

ამის შემდეგ, დავურეკე ჩემს მეგობარ გუგა კუზანოვს და მასთან მივედი. გუგამაც იგივე გააკეთა – კლინიკიდან ყველა გაუშვა და ჩემს ჩამოწელილ სახეზე ბოტოქსი გამიკეთა. ახლა, ჩემზე იტყვიან გაგიჟდაო… როცა დედამ შედარებით მოწესრიგებული დამინახა და სავსე სახე ნახა, ოღონდ იგივე გაქვავებული მზერით, ცოტა შვება იგრძნო.

 

მას შემდეგ, ჩემს გარეგნობაში ბევრი რამ შევცვალე. ბუნებრივად, ერთი შავი გოგო ვარ, შავი თმით… მე ახლა ისევ ის ჯიუტი შავი გოგო ვარ, რომელიც იბრძვის… ბავშვობაში მინდოდა ქერა და ლამაზი ვყოფილიყავი. ახლა, ასეთი როლი მოვირგე. მაიას შვილი სადღაც ჰყავს… ყურადღება გარეგნობაზე გადავიტანე. სხვებს ვაჩვენებ, რომ კარგად გამოვიყურები და მჯერა, რომ ჩემი გოგო მიყურებს, ამიტომაც – დაე ვიყოთ ლამაზები.” – ამბობს მაია ასათიანი.

 

შემეშინდა, მივხვდი, რომ ირგვლივ მყოფებს ვაშინებდი – მაია ასათიანი

ნუცას გარდაცვალების შემდეგ როცა სარკეში ჩავიხედე შემეშინდა, მივხვდი, რომ ირგვლივ მყოფებს ვაშინებდი – მაია ასათიანი

Posted by Rustavi 2 on ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2020

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X