15:08 | 2020-01-30 ავტორი: Prime Time

დღეს მივიღე ჩემი ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ინფორმაცია – ეთერ ცხაკაია

დღეს მივიღე ჩემი ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ინფორმაცია – ეთერ ცხაკაია

პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები უწყების რეორგანიზაციის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლდნენ.

 

სანდო წყარო გვიყვება, რომ წინასაარჩევნოდ უწყებაში სამუშაო ადგილებს ათავისუფლებენ, რათა მმართველი პარტიის მხარდამჭერები და აქტივისტები დასაქმდნენ.

 

„პრაიმტაიმი“ მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს ხელმძღვანელს ეთერ ცხაკაიას დაუკავშირდა, რომელმაც ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ ისიც გათავისუფლებული იყო.

 

„დღეს მივიღე ჩემი ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ინფორმაცია. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. მიუხედავად ამისა ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს სფერო განვითარდეს, რომელი პოზიციიდან გავაკეთებ ამას, არ აქვს მნიშვნელობა. ჩემი საქმის ერთგული ვრჩები და ჩემი პროფესიონალიზმი მოხმარდება ბავშვების კეთილდღეობას. მოხარული ვიქნები, თუ უფრო განავითარებენ ამ სფეროს.“ – განაცხადა ეთერ ცხაკაიამ.

 

შეგახსენებთ, პრაიმტაიმისთვის“ დღეს გახდა ცნობილი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X