fbpx
22:54 | 2020-03-29 ავტორი: Prime Time

დღეს ლოცვაზე მოსულმა ადამიანებმა დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა აჩვენეს – მამა ანდრია ჯაღმაიძე

დღეს ლოცვაზე მოსულმა ადამიანებმა დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა აჩვენეს – მამა ანდრია ჯაღმაიძე

„დღეს იმ ადამიანების ნაწილმა, ვინც ლოცვაზე მობრძანდა, ასევე ვინც სახლიდან შემოუერთდა საერთო ლოცვას, აჩვენა ძალიან დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“,- ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც იგი ამბობს, ქუჩაში ბევრი კარგი ადამიანი დადის, მათ შორის სასულიერო პირები.

 

„მე კი ვიტყოდი, რომ დღეს, მთელი საქართველოს მაშტაბით, ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც ეკლესიაში ლოცვაზე მობრძანდა, ასევე ვინც სახლიდან შემოუერთდა საერთო ლოცვას, აჩვენა ძალიან დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, მოყვასისა და ღვთის სიყვარული.

 

ეს ადამიანები, ეკლესიიდან წასვლის შემდეგაც, ასეთივე პასუხისმგებლობის მატარებელნი იქნებიან ყოფით ცხოვრებაში. ასე რომ ვიცოდეთ, რომ ჩვენს ქუჩებში ბევრი კარგი ადამიანი დადის, რომელსაც თქვენ უყვარხართ და გიფრთხილდებათ. მათ შორის რა თქმა უნდა სასულიერო პირები“,- წერს ანდრია ჯაღმაიძე.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

 

პრემიერის განცხადებით შეზღუდვა შეეხება მასობრივ თავმყრილობებს. აიკრძალება შეკრება სადაც 10 კაცზე მეტი მონაწილეობს.

 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ეკლესია კვლავ გააგრძელებს წირვა-ლოცვებს.

 

ავტორი: Prime Time
X