09:10 | 2020-06-10 ავტორი: თათია ცუკოშვილი

დღეს გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

მისი ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა ხელოვნურად ცდილობს გიორგი რურუა საპატიმროში დატოვოს.

 

სასამართლო სხდომა 10:30 საათზე არის ჩანიშნული.

 

იწვევს გონების დაკარგვას ... - ზურაბ გურული ამბობს, რომ გამოცდის ნიღბებში ჩატარება არაჰუმანურია
2020-06-10იწვევს გონების დაკარგვას ... - ზურაბ გურული ამბობს, რომ გამოცდის ნიღბებში ჩატარება არაჰუმანურია

 

ცნობისთვის, 18 მაისს საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

 

სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

X