08:53 | 2020-04-07 ავტორი: თათია ცუკოშვილი

დღეს ათენი-თბილისის ავიარეისი შესრულდება

დღეს ათენი-თბილისის ავიარეისი შესრულდება

მთავრობა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. დღეს რეისი ათენი-თბილისის მიმართულებით შესრულდება.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ რეისებს  კომპანია „Georgian Airways” განახორციელებს.

 

„ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღის ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.

 

მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

 

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება : 7 აპრილი – ათენი-თბილისი ; 10 აპრილი – ლარნაკა – თბილისი; 12 აპრილი – ბერლინი-თბილისი; 14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

სპეცრეისის ბილეთის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს - დავით ზალკალიანი
2020-03-23სპეცრეისის ბილეთის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს - დავით ზალკალიანი
ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები