15:39 | 2021-09-16 ავტორი: Prime Time

დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე შავი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში – მიხეილ სააკაშვილი

დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე შავი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში – მიხეილ სააკაშვილი

22 წლის ახალგაზრდა ბიჭის, ნიკა კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, „საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შანსი თავისი მომავლის“

 

„დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე შავი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. გუშინ ღამე მოკლეს თავის თაობის ყველაზე ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა – ნიკა კვარაცხელია. მოკლეს დაუნდობლად საკუთარ სახლთან და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შანსი თავისი მომავლის.

 

ჩემთვის არის პირადად მძიმე დღე. მე არ ვიცნობდი ნიკას, მაგრამ ვიცოდი რას აკეთებდა და მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეს არის პირდაპირი შედეგი იმისა, რაც ხდება საქართველოში. დაუსჯელობის, გარყვნილების, თავგასულობის და ამ ყველაფრის წახალისების – საქართველოს ჭაობად ქცევის, სადაც ნიჭიერი ადამიანი ვეღარც ჩერდება და საერთოდ ვეღარც ცოცხლობს! ეს უნდა დასრულდეს! ეს ჭაობი თუ არ დასრულდა, საერთოდ არანაირი შანსი არ გვაქვს მომვალის!“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

ეს ინფორმაციები დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!