fbpx
08:05 | 2020-11-21 ავტორი: Prime Time

დღეს არჩევნების მეორე ტური, 17 მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარეობს

დღეს არჩევნების მეორე ტური, 17 მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარეობს

დღეს, 21 ნოემბერს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს.

 

საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა.

 

დღეს ასევე, ქუთაისში გაიმართება მერის რიგგარეშე არჩევნები და აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური.

 

პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში შემდეგი საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:

 

 №2 – „ბაქრაძე,  უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“,

 №5 – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა   ერთობაშია“,

 №10 – „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“,

 №24 – „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“,

 №36 – „გირჩი“,

 №41- „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

 

მეორე ტურში, ყველა ოლქში, ერთ-ერთი კანდიდატი არის „ქართული ოცნებიდან“. ოპოზიციიდან კი კანიდატები ასე ნაწილდენიან: 12 ოლქში, კანდიდატები  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ არიან, ორ ოლქში  “ევროპული საქართველოდან“, ერთში „ლეიბორისტული პარტიიდან“, ერთში პარტია „გირჩიდან“ და ერთში პარტია „მოქალაქეებიდან“.

 

აღსანიშნავია რომ, ოპოზიციური პარტიები ცესკოს მონაცემებს არ ენდობიან, ბოიკოტს აცხადებენ მეორე ტურში მონაწილეობაზე და პარლამენტში შესვალზე. ამის მიუხედავად ამომრჩეველს ბიულეტინებზე მათი სახელები და გვარები მაინც დახვდება.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X