fbpx
00:16 | 2020-05-27 ავტორი: Prime Time

დღეს ამ ადამიანს აპამპულავებენ – თეა წულუკიანი ვანო მერაბიშვილზე

დღეს ამ ადამიანს აპამპულავებენ – თეა წულუკიანი ვანო მერაბიშვილზე

„ნაციონალურ მოძრაობას“ სურს საზოგადოებას დაავიწყოს საკუთარი მმართველობის პერიოდი – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

წულუკიანმა ამის დასტურად ვანო მერაბიშვილის საქმე მოიყვანა.

 

„შეხედეთ, როგორ ექცევიან ისეთ ოდიოზურ ფიგურას, როგორიც არის ვანო მერაბიშვილი.

 

მისი ციხიდან გამოშვებისთვის იყვნენ დარაზმულები. რად აღარ შერაცხეს ის, როგორც ახლა რაცხავენ ოქრუაშვილს და სხვებს – პოლიტკური ნიშნით დაპატიმრებულად და ა.შ.

ხელს ვდებ ყველა სიწმინდეზე, რომ ასეთი რამ შეთანხმებაში არ ყოფილა - თეა წულუკიანი
2020-05-22ხელს ვდებ ყველა სიწმინდეზე, რომ ასეთი რამ შეთანხმებაში არ ყოფილა - თეა წულუკიანი

 

 

გამოვიდა ბოლოს მათთვის ნანატრი ვანო ციხიდან. ეხლა ამბობენ – მე არ მინდა შენი იყოს, შენ არ გინდა იმისი იყოს… ამ ადამიანს რეალურად აპამპულავებენ, რომლის გარეთ ყოფნისთვის ვითომ თავი მოიკლეს.

 

ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ სრცხვენიათ საკუთარი თავის და ჩვენ არაპირდაპირ გვაიძულებენ, რომ დავივიწყოთ ყველაფერი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X