09:52 | 2020-03-15 ავტორი: ლიზი მეტრეველი

დღეს, 12:00 საათზე ყველა ტაძარში ზარები დაირეკება

დღეს, 12:00 საათზე ყველა ტაძარში ზარები დაირეკება

დღეს, 12:00 საათზე ყველა ტაძარში ზარები დაირეკება.

 

საქართველოს პატრიარქის გადაწყვეტილებით, ყოველ კვირა დღეს, ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, მორწმუნეები ერთდროულად ილოცებენ. „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“ და „მოწყალებისა კარი განგვიღე“ – ზარების დარეკვის პარალელურად, ყველა ტაძარში, ასევე, ნებისმიერი ადგილიდან და უცხოეთშიც ერთობლივი ლოცვა პატრიარქის კურთხევით, აღევლინება.

 

ამასთან, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის თხოვნაა, ყოველმა მორწმუნემ ყოველდღიურად წაიკითხოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, – „ზესთამბრძოლისა ჩემისათვის“, რომელსაც არაერთგზის უხსნია ხალხი დიდი განსაცდელისგან. მოგიწოდებთ, შევეწიოთ ერთმანეთს ნებისმიერი სიძნელის გადასალახად, ვიყოთ მიმტევებელნი და გამოვიჩინოთ ქრისტიანული სიყვარული და ზრუნვა; „ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“, ღვთისმშობელი დედა შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, თითოეულ თქვენგანს და რწმენამ ღვთისამ განამტკიცოს ერი, ამინ!“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

 

კორონავირუსთან დაკავშირებით საპატრიარქო მრევლს რეკომენდაციით მიმართავს
2020-03-14კორონავირუსთან დაკავშირებით საპატრიარქო მრევლს რეკომენდაციით მიმართავს
ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები