fbpx
09:20 | 2020-03-18 ავტორი: Prime Time

დღეს პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოს დისტანციური საქმიანობის საკითხს განიხილავენ

დღეს პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოს დისტანციური საქმიანობის საკითხს განიხილავენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის დისტანციურად წარმართვასთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების თაობაზე იმსჯელებენ.

 

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, ეს ცვლილება ნიშნავს იმას, რომ უწყებამ საქმიანობა შესაძლოა, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით წარმართოს, რაც უზრუნველყოფს პრევენციული ზომების მაქსიმალურ დაცვას.

 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X